განათლების კოდექსი განათლების შესახებ კანონების ნაცვლად – რა ინიციატივა აქვს პარლამენტს
პარლამენტმა შესაძლოა განათლების სფეროში არსებული კანონმდებლობა ერთ კოდექსში მოაქციოს, რომელსაც განათლების კოდექსი დაერქმევა. საკითხის წამოწევა განათლებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა კანონს შორის სისტემური აცდენების გამოვლინებამ განაპირობა . ამის შესახებ განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2021 წლის სტრატეგიის განხილვა მიმდინარეობს.
შალვა პაპუაშვილის თქმით, პარლამენტი დაიწყებს მუშაობას და იმსჯელებს, რამდენად საჭირო და გამართლებული იქნება ერთიანი კოდექსის მიღება.
„ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ჩვენ უნდა მოვიკვლიოთ, არის განათლების კოდექსის საჭიროება. იცით, რომ დღეს არსებობს სხვადასხვა კანონი, რომელიც არეგულირებს ზოგად განათლებას, უმაღლეს განათლებას და ა.შ. ამ კანონებს შორის არის ხოლმე სისტემური აცდენა. არსებობს იდეა, რომელიც ახალი არ არის – ხომ არ იქნებოდა უმჯობესი, ეს ყველაფერი იყოს ერთიანი კანონი, რომელიც მთლიანად შეეხება განათლების საკითხებს. ამაზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ გვაქვს, ეს არის ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც ჩავდეთ სამოქმედო გეგმაში, რომ მოვიკვლიოთ საჭიროება, რამდენად გამართლებული იქნებოდა ასეთი ერთიანი კანონის თუ კოდექსის არსებობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
-
ჟურნალისტის ვაკანსია – EDU.ARIS.GE (2026)
by ARIS.GE-განათლება
-
როგორ დაკომპლექტდება წინსვლის მსურველი მასწავლებლის შეფასების კომისია – მუშაობის წესი და eSchool-ში შექმნის ინსტრუქცია
by ARIS.GE-განათლება
-
რატომ გვაქვს ისევ მნიშვნელოვანი ჩამორჩენა, თუ საქართველოში დაბალი მიღწევის მქონე მოსწავლეთა წილი შემცირდა? – რას წერს განათლების ეროვნული კვლევების ცენტრი
by ARIS.GE-განათლება