განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი იქნება – შალვა პაპუაშვილის განცხადება
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს მარიამ ლაშხი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ დღეს, 2 ივლისს გახდა ცნობილი.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განმარტა, პარლამენტი ახალ თავმჯდომარეს რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცებს.
„ვინაიდან გივი მიქანაძე დაინიშნა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად, მას უფლებამოსილება, მათ შორის როგორც კომიტეტის თავმჯდომარეს, შეუწყდა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარდგინებაა შემოსული განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარედ მარიამ ლაშხის კანდიდატურა. ჩვენ პლენარულ სხდომაზე გვექნება შესაძლებლობა, რომ ქალბატონი მარიამი კომიტეტის თავმჯდომარედ ავირჩიოთ. აქედანვე მინდა მივულოცო მას და მიხარია, რომ მისი კანდიდატურა არის წარმოდგენილი“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მარიამ ლაშხი წარსულში უკვე იყო განათლების კომიტეტის წევრი და ამასთან გარკვეული პერიოდის განმავლობაში კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებდა.
იხილეთ მარიამ ლაშხის ბიოგრაფიული ცნობები
განახლება: პარლამენტმა პარიამ ლაშხის კანდიდატურა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე 81 ხმით დაამტკიცა.
მოამზადა მარიამ იმერლიშვილმა
-
კრიპტო ვაჭრობა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიების მართვა, კიბერ ინციდენტებზე რეაგირება… – ახალი პროფესიები ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოში
by აბიტურიენტებისათვის
-
აქტივობები პირველკლასელებისთვის წინასაანბანო ეტაპიდან ანბანამდე – ერთი პედაგოგის ნაფიქრი
by ამბები ზოგადი განათლებიდან
-
როგორ არის დაშვებული კლას-კომპლექტების შექმნა მცირეკონტინგენტიან საჯარო სკოლებში განახლებული ესგ-ის თანახმად
by ARIS.GE-განათლება