განათლების მიმართულებით რედაქტორის ვაკანსია EDU.ARIS.GE-ზე
საგანმანათლებლო ინტერნეტ-პორტალი EDU.ARIS.GE აცხადებს ვაკანსიას განათლების მიმართულებით რედაქტორის პოზიციაზე სრული განაკვეთით და ეძებს გამოცდილ, კომუნიკაბელურ, ენერგიულ, შედეგებზე ორიენტირებულ კანდიდატს.
აუცილებელი მოთხოვნები:
მინიმუმ 2-წლიანი მუშაობის გამოცდილება მსგავს პოზიციაზე, თხრობისა და წერის, დაგეგმარების კარგი უნარები, სოციალური მედიის ცოდნა, ციფრული აუდიტორიის ანალიზის გამოცდილება
ძირითადი მოვალეობები:
ინფორმაციის წყაროებთან მუშაობა, აქტუალური თემების მოძიება და დამუშავება, რეპორტიორების მართვა, მასალების რედაქტირება და დახვეწა, ასევე სხვა აქტივობები და მოვალეობები საჭიროებების მიხედვით.
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი (ადამიანური სამუშაო გრაფიკი)
ანაზღაურება: თანამდებობრივი სარგოს ოდენობა დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე. მოგვწერეთ სასურველი ანაზღაურება.
ვაკანსია ძალაშია სანამ გამოქვეყნებულია საიტზე!
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს,
გთხოვთ გამოგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათით, ასევე 5 პუბლიკაცია მაძიებლის ავტორობით/თანაავტორობით/ხელმძღვანელობით მისამართზე: ededu@aris.ge, თემაში მიუთითეთ – „რედაქტორი“
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმე პუბლიკაციების გარეშე არ განიხილება.
ანაზღაურებადი გამოსაცდელი პერიოდი – 1 თვე, დასაშვებია შეთავსებით
შემოუერთდი არის.ჯი-ს გუნდს!
Aris.ge-განათლება წარმოადგენს ყველაზე დიდი აუდიტორიის მქონე ქართულ საგანმანათლებლო პორტალს, რომელიც აერთიანებს ორ ვებ-გვერდს : edu.aris.ge და studinfo.ge (პორტალს, გუგლის მონაცემებით, ყოველთვიურად ჰყავს 500 000-ზე მეტი უნიკალური ვიზიტორი, ხოლო ფეისბუკის გვერდებს-230 000-ზე მეტი გამომწერი).
ჩვენ წლების (2014-დან) განმავლობაში აქტიურად ვთანამშრომლობთ განათლების სფეროში ჩართულ ყველა სახელმწიფო და კომერციულ სტრუქტურასთან, ყოველდღიურად ვაშუქებთ განათლების სფეროში მიმდინარე მოვლენებს, ვაქვეყნებთ სტატიებს, რეპორტაჟებს, ინტერვიუებს ექსპერტებთან და განათლების სფეროში მოღვაწე პირებთან, ვათავსებთ ინფორმაციას სასწავლო პროგრამების შესახებ, სასწავლო მასალებს და მრავალ სხვას.
- „როგორც ჩანს, სკოლების უმეტესობა ცდილობს არ გაიღოს სწავლა-სწავლების პროცესისთვის ძალიან საჭირო ხარჯები“ – კვლევების ეროვნული ცენტრი by ARIS.GE-განათლება
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება