განათლების მინისტრმა ლადო აფხაზავას მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიანიჭა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, შესაბამისი კომისიის წარდგინებით და მისივე ბრძანების საფუძველზე, განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილებისა და მიღწევებისთვის ლადო აფხაზავას მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიანიჭა. ამის შესახებ მინისტრმა ლადო აფხაზავს პირადად ამცნო, როდესაც გლობალური ჯილდოს ფინალისტს საკუთარ სოფელ ჩიბათში ესტუმრა.
„ეს მართლაც უმნიშვნელოვანესი მიღწევა და უზარმაზარი გამარჯვებაა არა მხოლოდ ლადოსთვის, მთელი საქართველოსთვის. ლადო აფხაზავას გამოცდილება და სასწავლო მიდგომები საუკეთესო ნიმუშია იმისათვის, რომ რეფორმის ფარგლებში, კლასებში რაც მეტი აქტივობა, მეტი სააზროვნო უნარები და შემოქმედბითობა დავნერგოთ. სწორედ ეს არის ყველაზე სწორი გზა, რომელიც ჩვენი ბავშვების განვითარებას ეხმარება. ჩვენ დღეს ლადო აფხაზავას გამარჯვება მივულოცეთ, პედაგოგის ყველაზე მაღალი – მენტორის სტატუსი მივანიჭეთ, მაგრამ ეს მინიმუმია რაც ჩვენ ასეთი წარმატებული პედაგოგისთვის შეიძლება გავაკეთოთ“,- განაცხადა მინისტრმა.
სოფელ ჩიბათში მინისტრის ჩასვლას თავად ლადო აფხაზავა მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს და მისთვის სასიხარულოა, რომ საქართველოში მასწავლებლის პროფესია კიდევ უფრო დაფასდება.
„ყველაფერს გავაკეთებ, რომ მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას შევუწყო ხელი, მინისტრის დღევანდელი ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ამ მიმართულებით. მინდა მთელ საქართველოს მივულოცო ჩემი წარმატება, ეს არ არის მარტო ჩემი გამარჯვება, ეს ეკუთვნის საქართველოს“, – აღნიშნა ლადო აფხაზავამ.
შეგახსენებთ, ლადო აფხაზავა 2019 წლის „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ ფინალშია. იგი მსოფლიოს საუკეთესო 10 მასწავლებელს შორის მოხვდა.
-
განათლების სამინისტრო თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას 100 ათასი ლარით დაეხმარება – მთავრობის განკარგულება
by ARIS.GE-განათლება
-
რა შემთხვევაში გაგიუქმდებათ სარეგისტრაციო განაცხადი – ინფორმაცია 2026 წლის აბიტურიენტებისთვის
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
„აღარ გრცხვენიათ? სისტემაში მყოფი მასწავლებელი გამოცდას აღარ უნდა აბარებდეს!“ – პედაგოგები კომპეტენციის მორიგჯერ დადასტურებაზე
by ARIS.GE-განათლება