განათლების სამინისტროს მნიშვნელოვანი განმარტება აბიტურიენტებს ე.წ. უფასო ფაკულტეტების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აბიტურიენტების საყურადღებოდ განმარტებას აკეთებს 2023-2024 სასწავლო წელს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ნუსხის შესახებ.
პირველი განმარტება ეხება ე.წ. უფასო ფაკულტეტებზე არსებული ადგილების რაოდენობას და უწყება განმარტავს, რომ საგანმანათლებლო პროგრამებზე სრულად დაფინანსებული ადგილების რაოდენობის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის აპლიკანტებმა უნდა მიმართონ უშუალოდ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.
მეორე განმარტება კი გაცილებით მნიშვნელოვანია და უშვებს შესაძლებლობას, რომ სწავლის პროცესში სტუდენტის სახელმწიფო დაფინანსება შეიზღუდება.
“აღსანიშნავია, რომ 2023-2024 წელს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტი მომდევნო სასწავლო წლებში ამ პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფო დაფინანსებით მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ წინა სასწავლო წელს ათვისებული ექნება აღნიშნული პროგრამებით გათვალისწინებული არანაკლებ 45 კრედიტი. ბოლო სასწავლო წელს სტუდენტი ამ პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფო დაფინანსებით იმ შემთხვევაში, თუ ათვისებული ექნება ბაკალავრიატში არანაკლებ 180 კრედიტი, ხოლო მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო/ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო პროგრამაზე – არანაკლებ 240 კრედიტი”, – წერია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციაში.
ამავე თემაზე:
სახელმწიოს მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამები 2023
-
„ეს იყო რეპუტაციული ზიანი“ – რა გააკეთა საქართველომ EQAR-ში რეგისტრაციისა და ENQA-ს წევრის სტატუსის აღსადგენად
by ARIS.GE-განათლება
-
უნივერსიტეტის სტატუსის მიღების შემდეგ, პოლიციის აკადემია ფასიან კურსებსაც ჩაატარებს – ჩამონათვალი და ფასები
by ARIS.GE-განათლება
-
მთავრობამ 6 წელს მიუღწეველი ბავშვების სკოლაში შესვლის საკითხის შესწავლა განათლების სამინისტროს დაავალა – პეტიციას უკვე პარლამენტიც სწავლობს
by ARIS.GE-განათლება