განათლების სამინისტროს ოფიციალური პოზიცია ჰაგიოგრაფიის სწავლებაზე – გიორგი ამილახვარის პასუხი
![](https://edu.aris.ge/news/wp-content/uploads/2023/12/MG_9020-Copy-3-1-458x257.jpg)
„დიახ, მე ვფიქრობ, რომ ჰაგიოგრაფია უნდა ისწავლებოდეს“, – ასე უპასუხა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი ამილახვარმა პარლამენტში არაერთი დეპუტატის მიერ დასმულ კითხვას სასკოლო პროგრამიდან ჰაგიოგრაფიის ნაწილის შემცირების ან ამოღების შესახებ.
მომავალი მინისტრის თქმით, ჰაგიოგრაფიასთან დაკავშირებული საუბრები კერძო, ექსპერტული აზრია და არ წარმოადგენს სამინისტროს მოსაზრებას.
„კარგია, რომ საზოგადოებაში დისკუსია იყო და კარგია, რომ საზოგადოების აზრიც გავიგეთ. პირადად გიდასტურებთ პოზიციას, რომ არა, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ჰაგიოგრაფია რაიმე ფორმით უნდა იყოს ამოღებული სწავლებიდან, თუმცა მე არ ვარ ამ მიმართულების არც სპეციალისტი, არც მცოდნე. ჩვენ უნდა დავეყრდნოთ ექსპერტებს, რომელშიც ჩართული არიან ყველა, თუ ვინმე საუკეთესოა ამ ქვეყანაში. აქ არის სწავლების მეთოდიკაზე საუბარი. პასუხი ნათელია, არავითარი მღელვარება ამ კუთხით არ არსებობს და ორი აზრიც არ არის“, – განმარტა გიორგი ამილახვარმა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატს პარლამენტში 5 თებერვალს მოუსმინეს. მთავრობის განახლებულ შემადგენლობას პარლამენტმა ნდობა 8 თებერვალს უნდა გამოუცხადოს.
ასევე იხილეთ:
ავტორები თამუნა კირკიტაძე და edu.aris.ge
-
აშენდება თუ არა 179-ე საჯარო სკოლის ახალი შენობა? – რა პასუხი აქვს განათლების სამინისტროს by ARIS.GE-განათლება
-
დადგინდა რამდენი ლარით დაფინანსდება 2025-2026 სასწავლო წელს მასწავლებლისა და სპეციალური მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთა სწავლა by ARIS.GE-განათლება
-
საბაზო საფეხურის ხანგრძლივობის შეცვლის შემდეგ, წარჩინებულ მოსწავლეზე კომპიუტერის გადაცემის პრინციპიც შეიცვალა – განმარტება by ARIS.GE-განათლება