განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელი ისევ ეცვლება და ახალგაზრდობის ნაწილი ემატება – მთავრობის გადაწყვეტილება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელი ისევ შეეცვლება და ის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსგან ახალგაზრდობის სააგენტოსაც შეიერთებს.
ამის შესახებ განცხადება დღეს, 13 ნოემბერს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გააკეთა.
„დღეს მთავრობაზე განვიხილეთ კულტურის სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროდან, ახალგაზრდობის სააგენტოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გადმოტანის საკითხი. მთავრობის მსჯელობისას იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ვინაიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ჩვენ, ჩვენი პროგრამების ფარგლებში, დაწყებული სკოლით, პროფესიული განათლებითა და უმაღლესი განათლებით, ისედაც გვაქვს კომპონენტები, რომელიც, რა თქმა უნდა, გარდა განათლებისა, სხვადასხვა აქტივობებს მოიცავს. ზოგადად, განათლებისა და ახალგაზრდობის პოლიტიკას ისედაც მოვიცავთ ჩვენს პროგრამებსა და სამინისტროში. ამიტომ მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, რომ ახალგაზრდობის პოლიტიკის და განათლების სიახლოვის შედეგად, ამ სააგენტოს მოქმედება გაგრძელდეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. შედეგად კანონპროექტთა ნუსხა წარედგინება პარლამენტს და შემდეგი წლიდან ჩამოყალიბდება ახალი სამინისტრო, რომლის სახელწოდებაც იქნება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, რომელსაც დაემატება ახალგაზრდობის სააგენტო. ჩვენ, უახლოეს მომავალში დავიწყებთ იმ სამოქმედო გეგმით და სტრატეგიით მუშაობას, რომელიც აქამდე საკმაოდ კარგად და წარმატებით ხორციელდებოდა, კულტურის და სპორტის სამინისტროში”, – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გიორგი ამილახვარმა.
მისივე თქმით, განახლებულ სამოქმედო გეგმას საზოგადოებას სავარაუდოდ დეკემბერში წარუდგენენ და ახლგაზრდებს განათლების პოლიტიკასთან ერთად, აკადემიურ, შემეცნებითად და სახელმწიფოებრივად განახლებულ პროგრამა-აქტოვობებს შესთავაზებენ.
“დარწმუნებული ვარ, რომ ყველა სიამოვნებით ჩერთვება ამ აქტივობებში, ამიტომ ეს გადაწყვეტილება დღეს მთავრობამ მიიღო”, – დასძინა განათლების მინისტრმა.
მინისტრის ინფორმაციით, თუ პარლამენტი შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს, მთავრობას სურს, რომ ახალი უფლებამოსილება განათლების სამინისტროში 1-ელი იანვრიდან გადავიდეს.
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება