გასაუბრების ეტაპზე დამატებით სკოლის დირექტორობის 18 მსურველი დაიბარეს – გასაჩივრების შედეგები
იმ საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველებთან გასაუბრება, რომლებმაც ტესტირებაში მიღებული შედეგები გაასაჩივრა და საპრეტენზიო განაცხადი დაუკმაყოფილეს, 13, 14 და 16 მაისს გაიმართება.
განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მალავს ინფორმაციას, სკოლის დირექტორობის რამდენმა მსურველმა გაასაჩივრა ტესტირების შედეგები, თუმცა ორი მაისით დათარიღებული ინფორმაციიდან ვიგებთ, რომ საპრეტენზიო განაცხადი 18-ს დაუკმაყოფილეს და მათ უმრავლესობას გასაუბრება განათლების სამინისტროში ჩაუტარდება, ნაწილს კი შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.
“საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის ტესტირების ეტაპის ტესტირების შედეგებთან, ტესტურ დავალებათა სისწორესთან და პროცედურულ დარღვევასთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით შექმნილმა საპრეტენზიო კომისიამ დაასრულა მუშაობა. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გასაუბრების ეტაპზე დამატებით დაბარებული პირების გასაუბრების განრიგი შეგიძლიათ იხილოთ აქ: დამატებითი გასაუბრების განრიგი“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.
საჯარო სკოლის დირექტორთა შესარჩევი კონკურსის ფარგლებში კანდიდატებთან გასაუბრების ეტაპი გრძელდება:
-
პირველკლასელთა რეგისტრაცია 2026-2027 სასწავლო წლისთვის დაიწყო – ყველა სიახლე, ეტაპები და საჭირო დოკუმენტები
by ARIS.GE-განათლება
-
საჯარო სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესს სპეციალური კომისია გააკონტროლებს – წევრების სია
by ARIS.GE-განათლება
-
პრეზიდენტი პარლამენტში: „ჩვენი მიზანი ასეთი განათლების სისტემის შექმნა უნდა იყოს…“
by ARIS.GE-განათლება