გასულ წლებში სკოლის გამოცდებზე ჩაჭრილები 2019 წლის ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციას უპრობლემოდ შეძლებენ
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფო გორგოძე ამბობს, რომ 2019 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასვლის შანსი უფრო მეტ ადამიანს მიეცა და მათ მხოლოდ რეგისტრაციის შემდეგ დასჭირდებათ სკოლის ატესტატი.
საუბარია გასულ წლებში საატესტატო გამოცდებზე ჩაჭრილ პირებზე, ვინც სკოლის დასრულება შეძლო და რომელთაც გამოცდების გაუქმების შემდეგ ატესტატი უპრობლემოდ მიეცემათ და სწორედ ამიტომ, შანსი აქვთ, უმაღლესში მისაღებ გამოცდებზეც გავიდნენ. რეგისტრაცია დღეს დაიწყო.
„დარეგისტრირებული აბიტურიენტების რიცხვი ჯერ არ გვაქვს. წელს ველოდებით, რომ სავარაუდოდ, უფრო მეტი აბიტურიენტი იქნება დარეგისტრირებული, შანსი წელს უფრო მეტ ადამიანს მიეცა, ვიდრე გასულ წლებში. წლების მანძილზე, ის ადამიანები, რომლებიც თუნდაც ერთ საგანში ჩაიჭრა “კატ”-ის გამოცდაში, მიუხედავად იმისა, რომ დაძლეული ჰქონდა ეროვნული სასწავლო გეგმა, ვერ ახერხებდა გასვლას ეროვნულ გამოცდებზე. გასულ წელს 39 ათასზე მეტი იყო დარეგისტრირებული 26 ათასი გახდა სტუდენტი.
„რეგისტრაციის მომენტში ატესტატის ქონა, რა თქმა უნდა, აუცილებელი არ არის, მაგრამ შემდეგ აუცილებლად დასჭირდებათ. ანუ ეს მათ ხელს არ შეუშლის რეგისტრაციაში. ასევე, მოვუწოდებ, რომ ბოლო დღემდე არ მიიყვანონ რეგისტრაციის პროცესი, რაიმე პრობლემა რომ არ წამოიჭრას“, – აცხადებს სოფო გორგოძე.
ამავე თემაზე:
რეგისტრაცია 2019 წლის ეროვნული გამოცდებისთვის დაიწყო – როგორ დავრეგისტრირდეთ
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება