ღია კარის დღე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში – რომელ პროგრამებზე შეგიძლიათ სწავლა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღია კარის დღე გაიმართა. უნივერსიტეტს იმერეთის რეგიონის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები სტუმრობდნენ. ღონისძიების ფარგლებში, აბიტურიენტებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ უნივერსიტეტის სტრუქტურასა და მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია სასწავლო პროგრამების შესახებ. ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ფაკულტეტების მიერ ორგანიზებულ თემატურ აქტივობებში.
აბიტურიენტებს, უნივერსიტეტის რექტორი, შალვა კირთაძე, მოადგილეებთან, ეკატერინე გაჩეჩილაძესთან, მექი ლობჟანიძესთან და ადმინისტრაციის უფროსთან, სერგო სვანაძესთან და ფაკულტეტების წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა. მათ უნივერსიტეტის ისტორიის, სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის, გაცვლითი პროგრამების, სხვადასხვა საუნივერსიტეტო სიახლეების, გეგმების შესახებ ესაუბრა და სამომავლო წარმატებები უსურვა.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი აბიტურიენტებს მრავალფეროვან საბაკალავრო პროგრამებს სთავაზობს. უნივერსიტეტის პოვნა აბიტურიენტების ცნობარში შესაძლებელია კოდით 009.
მრავალფეროვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი ასეთია:
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (ქართული ენა და ლიტერატურა; ინგლისური ენა და ლიტერატურა; გერმანული ენა და ლიტერატურა; ფრანგული ენა და ლიტერატურა; რუსული ენა და ლიტერატურა; არაბისტიკა; ირანისტიკა; თურქოლოგია; არქეოლოგია; ისტორია; ფილოსოფია; საშემსრულებლო ხელოვნება ;კლასიკური ფილოლოგია).
ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (ბიზნესის ადმინისტრირება (180 და 240 კრედიტი) ; ეკონომიკა ; საერთაშორისო ურთიერთობები; საჯარო მმართველობა; მასობრივი კომუნიკაცია; სამართალი).
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (მათემატიკა; კომპიუტერული მეცნიერებები; ქიმია; გეოგრაფია; ბიოლოგია; ეკოლოგია; გამოყენებითი ბიომეცნიერებები (ბიოტექნოლოგიები).
პედაგოგიური ფაკულტეტი (სკოლამდელი განათლება; მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა „დაწყებითი განათლება“).
მედიცინის ფაკულტეტი (ფარმაცია; ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია; სტომატოლოგია; დიპლომირებული მედიკოსი/PBL).
საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტი (ელექტრული ინჟინერია; მშენებლობა; საწარმოო პროდუქციის ხარისხის მართვა და ტექნიკური ექსპერტიზა; სატრანსპორტო საშუალებების სერვისი და ექსპერტიზა).
საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტი (გარემოს დაცვის ინჟინერია და გამოყენებითი ეკოლოგია; საკვები პროდუქტების ტექნოლოგია და უვნებლობა; მოდის დიზაინი; ფარმაცევტული და კოსმეტიკური ტექნოლოგიები ; მოდის დიზაინი და ტექნოლოგია; დიზაინი ტექსტილისა და ინტერიერისთვის).
საზღვაო-სატრანსპორტო ფაკულტეტი (მენეჯმენტი).
აგრარული ფაკულტეტი (ტურიზმი; აგრონომია; ტექნიკური სისტემები და ტექნოლოგიები აგრობიზნესში; სასურსათო პროდუქტების ტექნოლოგია და ექსპერტიზა).
უნივერსიტეტში ჩარიცხულ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ სახელმწიფო და სახელობითი სტიპენდიებით, ჩაერთონ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში, მონაწილეობა მიიღონ კონფერენციებში, კულტურულ და სპორტულ აქტივობებში.
-
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი 17 აპრილი, 2025
-
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი APAIE 2025-ზე by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი 26 მარტი, 2025
-
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი საფრანგეთში by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი 26 მარტი, 2025