GE

გილოცავთ მასწავლებლებო! – 5 ოქტომბერს მასწავლებლის საერთაშორისო დღე აღინიშნება

5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა, რომელსაც მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ და მასწავლებლების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

მასწავლებელის დღის დაწესება 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს სათავეს და მისი საერთშორისო დღედ გამოცხადების იდეა რამდენიმე პედაგოგიურ ორგანიზაციას ეკუთვნის. იუნესკო მიიჩნევს, რომ მასწავლებლის საერთაშორისო დღედ 5 ოქტომბრის გამოცხადება აჩვენებს იმ წვლილს, რომელსაც პედაგოგები მომავალი თაობების აღზრდისა და განათლებისთვის იღებენ.

ყოველწლიურად, მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში, 5 ოქტომბერს პედაგოგები პროფესიულ დღესასწაულს ზეიმობენ და მათ შორის არც საქართველოა გამონაკლისი.

უკვე რამდენიმე წელია, საქართველოში სწორედ ამ დღეს ასახელებენ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულს. 2023 წლის ჯილდოს მფლობელი დღეს საღამოს გამოვლინდება.

2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები არიან:

ქამრან აფანდიევი – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლაოღლის და ცოფის საჯარო სკოლების ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებელი;

ინა იმედაშვილი – თბილისის UG სკოლის დაწყებითი საფეხურის და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;

მარინე კვარაცხელია – წალენჯიხის მუნიციპალიტეტის აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის ჩქვალერის თემის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;

ნინო ფსუტური – გორის N8 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი;

ნინო ნიპარიშვილი – კასპის მუნიციპალიტეტის შპს „ბესიკ ნიპარიშვილი“ მრავალპროფილიანი სკოლა-გიმნაზიის მე და საზოგადოების, მოქალაქეობის და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი;

წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის ფარგლებში 5 ფინალისტი დასახელდა, რომელთაგან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს მასწავლებლის მსოფლიო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება და ფულადი ჯილდო გადაეცემა.

კონკურსის წლევანდელი ფინალისტები არიან:

EDU.ARIS.GE თითოეულ მასწავლებელს ულოცავს პროფესიულ დღეს და წარმატებებს, შრომის ღირსეულ დაფასებასა და ჯანმრთელობას უსურვებს.

მადლობა მასწავლებლებო!

ასევე იხილეთ:

რა მიმართულებებით გამოვლინდებიან ლაურეატი მასწავლებლები „მასწავლებლის ეროვნულ დღეს“ და რა ინფორმაციას აწვდის სკოლა კომისიას

27 ოქტომბერი მასწავლებლის ეროვნულ დღედ გამოცხადდა

მასწავლებლის ეროვნულ პრემიას 10 000 ლარის ოდენობით 10 მასწავლებელი მიიღებს – რაზე დაიხარჯება მილიონი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური