გიორგი ამილახვარი თანამდებობიდან გადადგა (ვიდეო)
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გიორგი ამილახვარი აღარ უხელმძღვანელებს. ამის შესახებ მან თავად, 27 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გიორგი ამილახვარი განათლების მინისტრად 2023 წლის 20 მარტს, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში დანიშნა.
ამილახვარი გახლდათ დეპუტატი პარტია “ქართული ოცნებიდან” და პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტს თავმჯდომარეობდა.
გიორგი ამილახვარის განცხადება გადადგომის თაობაზე (ვიდეო)
ფაქტს გამოეხმაურა, საქართველოს მოქმედი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე:
„მადლობა მინდა გადავუხადო გიორგი ამილახვარს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობაზე ნაყოფიერი მუშაობისთვის.
მინისტრის პოზიციაზე მისი საქმიანობის პერიოდში სამინისტრომ არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განახორციელა. გიორგის მიერ თანამდებობის დატოვება არის მნიშვნელოვანი დანაკლისი საქართველოს მთავრობისთვის და მთლიანად, მმართველი გუნდისთვის.
შესაბამისად, მისი გადაწყვეტილება ძალიან სამწუხაროა, თუმცა, რასაკვირველია, ამ გადაწყვეტილებას პატივისცემით ვეკიდებით.
გიორგი ამილახვარს ვუსურვებ წარმატებებს კერძო სექტორში, სადაც ის პოლიტიკური საქმიანობის დაწყებამდე ძალიან დიდი წარმატებით საქმიანობდა“,- ვკითხულობთ, ირაკლი კობახიძის ოფიციალურ განცხადებაში
- „შემუშავდება და დაინერგება სკოლების მართვისა და დაფინანსების დიფერენცირებული მოდელები“ – ზოგადი განათლება 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება
- როცა სკოლაში სპეციალური მასწავლებლის პოზიციაზე საქმდებით – დამატებითი მოთხოვნა და გამოცდის ჩაბარების ვადები by ARIS.GE-განათლება
- ვისი დასაქმება იქნება შესაძლებელი სკოლაში კონკურსის გარეშე – ჩამონათვალი განახლდა by ARIS.GE-განათლება