გიორგი ამილახვარს დღეს პარლამენტში მოუსმენენ
დღეს, 5 თებერვალს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, კულტურის, სპორტის და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განახლებული მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატს, გიორგი ამილახვარს მოუსმენენ.
გაერთიანებულ კომიტეტზე დარგობრივი მინისტრთა კანდიდატების – მთავრობის შემადგენლობის მოსმენასთან ერთად, მთავარი საკითხია საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის მიერ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამის – „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ ნდობის გამოცხადების საკითხი.
საქართველოს მთავრობას პარლამენტი 8 თებერვლის პლენარულ სხდომაზე გამოუცხადებს ნდობას, რის შემდეგაც მინისტრთა კაბინეტი მუშაობას შეუდგება.
შეგახსენებთ, რომ მმართველმა პარტიამ პრემიერმინისტრობის ახალი კანდიდატი – ირაკლი კობახიძე 1-ელ თებერვალს, პარტიის ყრილობაზე წარადგინა.
-
ჟურნალისტის ვაკანსია – EDU.ARIS.GE (2026)
by ARIS.GE-განათლება
-
როგორ დაკომპლექტდება წინსვლის მსურველი მასწავლებლის შეფასების კომისია – მუშაობის წესი და eSchool-ში შექმნის ინსტრუქცია
by ARIS.GE-განათლება
-
რატომ გვაქვს ისევ მნიშვნელოვანი ჩამორჩენა, თუ საქართველოში დაბალი მიღწევის მქონე მოსწავლეთა წილი შემცირდა? – რას წერს განათლების ეროვნული კვლევების ცენტრი
by ARIS.GE-განათლება