GE

გიორგი გოცირიძე თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებს გამოეთიშა

თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის ერთ-ერთმა კანდიდატმა გიორგი გოცირიძემ, არჩევნებამდე ერთი დღით ადრე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

აღნიშნულის თაობაზე გოცირიძე Aris.ge განათლებასთან ინტერვიუში ჯერ კიდევ გუშინ საუბრობდა.

როგორც უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ და აკადემიურმა პერსონალმა 19 მარტს რექტორობის კიდევ ორ კანდიდატს მოუსმინა – გიორგი გოცირიძეს და ბესიკ სეხნიაიძეს. კანდიდატებმა შეკრებილ აუდიტორიას გააცნეს საკუთარი ხედვა და ისაუბრეს იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რომლებიც უნივერსიტეტის წინაშე არსებობს.

,,პრეზენტაციის შემდგომ, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატმა გიორგი გოცირიძემ კანდიდატურა მოხსნა. მისი განცხადებით, უნივერსიტეტში ვერ ხედავს იმ გუნდს, იმ რესურსს, რომლის მეშვეობით ის თავის სამოქმედო პროგრამას განახორციელებს. რექტორობის ყოფილი კანდიდატი რაიმე ზეწოლს გამორიცხავს.

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი პირის პოსტის დასაკავებლად ბრძოლას განაგრძობს სამი კანდიდატი: რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ასოცირებული პროფესორი ირმა შიოშვილი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები თეიმურაზ ქორთუა და ბესიკ სეხნიაიძე,” – ნათქვამია ინფორმაციაში

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური