GE

თელავის უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატების მოლოდინები არჩევნებამდე ერთი დღით ადრე

24 საათზე ნაკლებ დროში  თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი რექტორის არჩევა მოხდება.  კახეთის რეგიონის მთავარ უმაღლეს სასწავლებელში არჩევნები ხვალ 20 მარტს დილის 10:00 საათზე დაიწყება.  როგორც ცნობილია, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბოლო 5 წლის განმავლობაში მეოთხე რექტორს იცვლის. გასულ წელს, ვადაზე ადრე სტატუსშეჩერებულ ყოფილი რექტორი ავთანდილ ღელაღუტაშვილი კი სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია. 

ხვალ უნივერსიტეტის ექვსწევრიან აკადემიურ საბჭოს არჩევანის გაკეთება 4 კანდიდატს შორის მოუწევს. ესენი არიან: ირმა შიოშვილი, (დღევანდელი რექტორის მოვალეობის შემსრულებელი) გიორგი გოცირიძე,  თეიმურაზ ქორთუა და ბესიკ სეხნიაიძე – როგორია მათი შანსები და საარჩევნო პროგრამა?! არჩვენებამდე ერთი დღით ადრე Aris.ge-განათლება კანდიდატებს გაესაუბრა.

ირმა შიოშვილი

ყოფილი რექტორის ავთანდილ ღელაღუტაშვილის უნივერსიტეტიდან სკანდალურად წასვლის შემდეგ ირმა შიოშვილი რექტორის მოვალეობას ასრულებს.  შესაბამისად, როგორც რექტორის მოვალეობის შემსრულებელს, არჩევნებში მონაწილეობის და ხმის უფლებაც აქვს.

როგორც კანდიდატმა Aris.ge-განათლებასთან საუბარში აღნიშნა, უნივერსიტეტში მუშაობის განმავლობაში ყველა საფეხური აქვს გავლილი და გამარჯვების შანსებიც მაღალი აქვს, მაგრამ საბოლოო შედეგს ისიც სხვა კანდიდატების მსგავსად ელოდება. თუმცა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პრივილეგირებულ მდგომარეობაში არ არის.Untitled

,,თუ აკადემიურმა საბჭომ რექტორად ამირჩია, ყველა ის პროექტი გაგრძელდება რომელიც მიმდინარეობს. არცერთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროექტს გაჩერება არ ემუქრება. პირიქით, რამდენიმე ახალ პროექტში ჩართვასაც ვგეგმავთ. ამას გარდა, რამდენიმე თანამშრომელს ახალი პროგრამების ინციატივები აქვს და სავარაუდოდ, ამ პროგრამების დაფინანსებასაც დავიწყებთ. რაც შეეხება ჩემს შანსებს, ალბათ დიდი შანსი მაქვს არჩევის, თუმცა მაინც დავლოდოთ შედეგს“.

გიორგი გოცირიძე

გიორგი გოცირიძე იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს უკვე ორჯერ ხელმძღვანელობდა. მას რექტორის პოსტი 2004–2005 და 2006–2010 წლებში ეკავა. როგორც უნივერსიტეტის თანამშრომლები ამბობენ, რექტორობის ერთ–ერთი მთავარი კანდიდატია.  თუმცა თავად გოცირიძემ Aris.ge-განათლებასთან საუბარში არ გამორიცხა, რომ ხვალამდე კანდიდატურა მოხსნას, თუმცა ეს არ იქნება რომელიმე სხვა კანდიდატის სასარგებლოდ.09-reqtori

,,დღეს საქართველოს უმაღლესი სასწავლებლები ძალიან დაწინაურებულები არიან. აქედან გამომდინარე, მოცემულობა და რეალობა თელავის უნივერსიტეტისთვის ძალიან მძიმეა. არსებული გარემოება მიჩენს კითხვას, შევძლებ კი იმ პროგრამის რეალობაში გადმოტანას, რაც ფურცელზე მაქვს დაწერილი?! სადაც მივდივარ, უბრალოდ და რიგითად არ მივდივარ. ყველგან შენებით მივსულვარ. თანამშრომლებს რასაც პირდები, ის უნდა შეასრულო კიდეც. უნივერსიტეტში ყველა მიმართულებით კრიზისiა.   მთავრობის ბოლო გადაწყვეტილებით კი, მე არ შემეძლება  2015, 2016, 2017 წლებში სახელფასო ფონდი გავზარდო. ძნელია ამ მოცემულობაში რაiმე გააკეთო. საქმის გაკეთებისთვის გჭირდება სტუდენტი, სტუდენტი მოჰყავს ახალ პროგრამებს, ახალ პროგრამებს სჭირდება კადრები ამ კადრებს კი შესაბამისი ანაზღაურება.  სამწუხაროდ, მთავრობის გადაწყვეტილება მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც მე უკვე ვიყავი კანდიდატად დარეგისტრიებული. ახლა ვცდილობ მეტი ინფორმაცია მოვიპოვო აღნიშნულ და ამის შემდეგ მივიღებ საბოლოო გადაწყვეტილებას“.

ბესიკ სეხნიაიძე

11081573_1116300175062890_519620943_nთელავის უნივერსიტეტის კიდევ ერთ კანდიდატი ბესიკ სეხნიაიძე პროფესიით იურისტია – დოქტორი. წლების მანძილზე აკადემიურ საქმიანობას სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში ეწევა. ამბობს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში გამარჯვების შანსი არ აქვს თუმცა ,,უკან დახევასაც არ აპირებს“.  Aris.ge-განათლებასთან საუბარში ხაზგასმით აღნიშნა, რომ გამარჯვებით რექტორის მოვალეობის ამჟამინდელი შემსრულებელი ირმა შიოშვილი გაიმარჯვებს.

,,გამარჯვების იმედი ნამდვილად არ მაქვს. იქ ისეთი კრიმინალური მდგომარეობაა… როგორ ფიქრობთ, აკადემიური საბჭო,  რომელიც რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თავად აირჩია, ახლა სხვა კანდიდატს დაუჭერს მხარს?! გარდა ამისა, თელავის უნივერსიტეტში ხდება ყალბი დიპლომების გაცემა ამაზე  ერთი გუნდი მუშაობს. შიოშვილს უკვე გაფრთხილებული ჰყავს აკადემიური საბჭოს ყველა წევრი, რომ მას დაუჭირონ მხარი.  მე უბრალოდ გული მტკივა, რომ კახეთის მთავარ უნივერსიტეტში ასეთი სიტუაციაა და მინდოდა რაღაც სასარგებლო გამეკეთებინა ამ სასწავლებლისთვის, ჩემი ქალაქისთვის . აკადემიური საბჭოს სირცხვილი იქნება თუ ისევ შიოშვილს აირჩევს“.

თეიმურაზ ქორთუა

ერთადერთი კანდიდატი, რომელმაც არჩევნებამდე ინტერვიუს მიცემა არ ისურვა თეიმურაზ ქორთუაა. როგორც მისი ბიოგრაფიიდან ირკვევა, ამჟამად ტექნიკური უნივერსიტეტის ტელეკომუნიკაციების დეპარტამენტის პროფესორია და ამავე უნივერსიტეტის მართვის ავტომატიზებული სისტემის კათედრის დოქტორანტი იყო.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, რექტორის არჩევნები უნივერსიტეტში ხვალ დილის ათ საათზე დაიწყება. საარჩევნო პროცედურაზე უფრო დეტალურად Aris.ge -განათლებას საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ჯუმბერ მაილანაშვილი ესაუბრა.

,,კენჭისყრის პროცესი დილის 10:00 საათზე დაიწყება და 14:00 საათზე დასრულდება. სულ 4 კანდიდატია დარეგისტრირებული. მათ შორის არჩევანს, აკადემიური საბჭოს წევრები ფარული კენჭისყრით გააკეთებენ. აკადემიურ საბჭოში კი სულ 6 წევრია.  გამარჯვებულმა კანდიდატმა მინიმუმ  4 ხმა უნდა დააგროვოს.  თუ ექვსივე პირი არჩევნებში მონაწილეობას 14:00 საათამდე მიიღებს, შეგვიძლია მანამდეც დავხუროთ საარჩევნო უბანი. თუ გამსვლელ ხმას ვერცერთი კანდიდატი ვერ აიღებს, მაშინ მეორე ტური საუკეთესო შედეგების მქონე პირებს შორის გაიმართება, თუ მეორე ტურშიც არ გამოვლინდა გამარჯვებული, მაშინ შედეგი გაბათილდება და არჩევნები თავიდან გამოცხადდება. პროცედურულად, არჩევნების დასრულების შემდეგ საარჩევნო კომისია შემაჯამებელ ოქმს შეადგენს და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად მივმართავთ. სავარაუდოდ, საბჭო იმავე დღეს შეიკრიბება და შედეგს დაამტკიცებს ,“– განაცხადა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ.

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური