GE

გიორგი სოსიაშვილი რომში გამართული “ერასმუსის” კვირეულის ფარგლებში უცხოური უნივერსიტეტების წარმომადგენლებს შეხვდა

მიმდინარე წლის 13-16 მაისს რომის ტელემატიკის საერთაშორისო უნივერსიტეტში “ერასმუსის” კვირეული მიმდინარეობს, რომელსაც რომის ტელემატიკის საერთაშორისო უნივერსიტეტი მასპინძლობს.

კვირეულის ფარგლებში 15 მაისს პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა შეხვედრა გამართა ისაბელ I-ს უნივერსიტეტის (ესპანეთი), მინიოს უნივერსიტეტის (პორტუგალია), მოლდოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის და აზერბაიჯანის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა ისაუბრა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტზე, მიმოიხილა უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული აქტივობები ინსტიტუტიცური ინტერნაციონალიზაციის კუთხით და გამოთქვა მხარეებთან სამომავლო თანამშრომლობის სურვილი სტუდენტების და აკადემიური პერსონალის ურთიერთგაცვლის და ერთობლივი სამეცნიერო აქტივობების განხორციელების მიმართულებით.

რომის ტელემატიკის საერთაშორისო უნივერსიტეტი “ერასმუსი”-ს კვირეულს უკვე მესამე წელია, რაც მასპინძლობს. მასში გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტთან ერთად მონაწილეობას იღებენ იტალიის, ესპანეთის, პორტუგალიის, მოლდოვის, აზერბაიჯანის და ბელარუსის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები. “ერასმუსის” კვირეული დაფინანსებულია რომის ტელემატიკის საერთაშორისო უნივერსიტეტის და ევროკომისიის მიერ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური