„ევროპის უნივერსიტეტში“, დანიის ორჰაუსის უნივერსიტეტის პროფესორი საჯარო ლექციას გამართავს
30 მარტს, 14:00 საათზე, „ევროპის უნივერსიტეტის“ სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით, საჯარო ლექცია, თემაზე – „ღირებულებებზე დაფუძნებული თუ ხელშეკრულებებით შეზღუდული? პოზიტიური ვალდებულებების მნიშვნელობა ევროკავშირის სისხლის სამართალში“ გაიმართება.
„ევროპის უნივერსიტეტის“ მიერ 16 მარტს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ლექციას დანიის ორჰაუსის უნივერსიტეტის სისხლის სამართლის პროფესორი სორენ ვერდონერი გაუძღვება და მიმოიხილავს ევროკავშირის სისხლის სამართლის განვითარების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო დებატს – უნდა განისაზღვროს თუ არა ევროკავშირის სისხლის სამართლის პოლიტიკა მხოლოდ ხელშეკრულებებით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში, თუ ასევე უნდა ეფუძნებოდეს ევროკავშირის ფუნდამენტური ღირებულებების დაცვას და მათ პრაქტიკულ რეალიზაციას.
ლექცია სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, დაფიქრდნენ ერთ მნიშვნელოვან კითხვაზე – როდესაც ევროკავშრი ცდილობს საკუთარი ღირებულებების დაცვას სისხლის სამართლის სფეროში, რამდენად მოქმედებს იგი ხელშეკრულებებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში და ხომ არ სცდება ზოგჯერ სამართლებრივ საზღვრებს?
ღონისძიება საინტერესო იქნება:
- სტუდენტებისთვის;
- მკვლევრებისთვის;
- აკადემიური პერსონალისთვის;
- ყველა დაინტერესებული პირისთვის, ვინც ევროკავშირის სამართალსა და სისხლის სამართლის თანამედროვე განვითარებას აკვირდება.
ლექციაზე დასწრება თავისუფალია.
-
„ევროპის უნივერსიტეტს“ ალბერტას კოლეჯის მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელი სტუმრობდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტსა“ და „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ესტონეთში Erasmus+ BIP Staff Week-ს დაესწრო
by ევროპის უნივერსიტეტი