განათლების მინისტრი ახალგაზრდებს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ახალგაზრდებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს.
„თითოეულს გილოცავთ მიღწეულ წარმატებას – მართლაც საამაყოა, რომ თქვენი ცოდნისა და შესაძლებლობის დემონსტრირებით დღეს დამსახურებული ადგილი დაიკავეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და სულ რამდენიმე კვირაში უკვე ცხოვრების ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპს დაიწყებთ.
ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით უნდა გავაგრძელოთ მშვიდობითა და ღირსებით ძლიერი სახელმწიფოს შენება და სწორედ თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებმაც მომავალში ქვეყნის მართვის სადავეები უნდა გადაიბაროთ“,– აცხადებს გივი მიქანაძე.
შეგახსენებთ, 2025 წელს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 31 704-მა აბიტურიენტმა, რაც ჩარიცხვის უფლების მქონე გამოსაცდელების, დაახლოებით, 88%-ს შეადგენს. ამასთან, სახელმწიფო დაფინანსება 11 600-ზე მეტმა გამოსაცდელმა მიიღო.
ასევე იხილეთ:
-
ცნობილია, რომელი მიმართულებები იქნება პრიორიტეტული 2026 წელს პროფესიულ განათლებაში – ჩამონათვალი
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
გამოცხადდა რეგისტრაცია I-XII კლასების პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის – ვადები და ინსტრუქცია
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
ქართველი სტუდენტების სწავლას არაბთა გაერთიანებული საამიროების მხარე დააფინანსებს – რა (არ) ვიცით
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო