გორის საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტი შეუძლოდ გახდა – NAEC-ის განმარტება
გორის მე-3 საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში, უცხოური ენის გამოცდის მიმდინარეობისას ერთ-ერთი აბიტურიენტი შეუძლოდ გახდა.
საგამოცდო ცენტრთან შეკრებილი გულშემატკივრების ინფორმაციით, შემთხვევა მეორე სესიის დასრულებამდე მოხდა. მათივე ცნობით, სავარაუდოდ, ახალგაზრდას ნევიულობის ნიადაგზე მაღალი არტერიული წნევა განუვითარდა. მას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწია.
მომხდარს EDU.ARIS.GE-სთან ადასტურებს გორის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორი. მისი თქმით, აპლიკანტს ტესტზე ნამუშევარი ჰქონდა, თუმცა დაზუსტებით ვერ ამბობს, მოასწრო თუ არა მან ყველა დავალების შესრულება. ამიტომ, თინათინ გვერდწითელი აცხადებს, რომ პრეტენზიის შემთხვევაში, აპლიკანტმა გამოცდების ეროვნულ ცენტრს უნდა მიმართოს.
“აბიტურიენტს ჰქონდა ტესტზე ნამუშევარი, მე არ შემიძლია ტესტის ნახვა, რომ გითხრათ ყველა დავალება იყო თუ არა შესრულებული. თუ ყველა დავალება არ ჰქონდა დაწერილი, მას შეუძლია მიმართოს გამოცდების ეროვნულ ცენტრს და შესაბამის გადაწყვეტილებასაც ისინი მიიღებენ”, – აცხადებს გორის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორი.
ფაქტის შემსწრე გულშემატკივრები კი ვარაუდობენ, რომ გამოსაცდელს ტესტზე მუშაობა დასრულებული არ ჰქონდა:
“დავინახეთ, რომ ბავშვი ჩამოიყვანეს საკაცით. გამოცდაზე გახდა ცუდად და უკანა ეზოში გაიყვანაეს. სასწრაფო წელს იქ უყენიათ, რომ ვერ დავინახოთ ვინ ხდება ცუდად. ბავშვმა შეიძლება ვერც მოასწრო გამოცდის დაწრა”, – თქვეს გორის საგამოცდო ცენტრთან შეკრებილებმა.
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა
-
აბიტურიენტის ცნობარის მომზადებას კიდევ ერთი თვე დასჭირდება – რა უნდა იცოდეთ
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
რა დაჯდება 2026 წელს სახელმწიფო უმაღლესებში ჩარიცხული 21 600-მდე სტუდენტის უფასოდ სწავლა? – რის თქმა (ვერ) შეძლო EDU.ARIS.GE-სთან განათლების მინისტრის მოადგილემ
by ARIS.GE-განათლება
-
დარეგისტრირდა 43 000-ზე მეტი აბიტურიენტი და 10 000-ზე მეტი მაგისტრობის მსურველი – სტატისტიკაზე თამარ მემანიშვილი საუბრობს
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე