გორის საგამოცდო ცენტრში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა დაგვიანებით დაიწყო – გამოცდები 2017
2017 წლის ეროვნული გამოცდების პირველ დღეს, გორის საგამოცდო ცენტრში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე რეგისტრაციის პროცესი და შემდეგ საგამოცდო პროცესი 5 წუთის დაგვიანებით დაიწყო.
როგორც EDU.ARIS.GE-ს ცენტრის ხელმძღვანელმა განუცხადა, ამის მიზეზი აპლიკანტების დიდი რაოდენობა გახდა.
“რეგისტრაციაზე ბევრი აპლიკანტი იყო ერთდროულად, რამაც პროცესის დაწყება 5 წუთით დააგვიანა, თუმცა სხვა ხარვეზი არ ყოფილა. შესაძლებელია გამოცდის დაწყების დრო ყველა სექტორში და საგამოცდო ცენტრში განსხვავებული იყოს. საგამოცდო დროის ათვლა იწყება მაშინ, როდესაც მეთვალყურეს კოდი მიეწოდება,” – განგვიცხადა თინათინ გვერდწითელმა.
რაც შეეხება სტატისტიკას, გორის საგამოცდო ცენტრში პირველ სესიაზე დარეგისტრირებული იყო 529 აბიტურიენტი, საიდანაც 9 აპლიკანტი არ გამოცხადდა.
ამ დროისათვის საგამოცდო პროცესი უკვე დაწყებულია, გამოცდიდან აბიტურიენტის მოხსნის ფაქტი არ დაფიქსირებულა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ასევე სახანძრო სამაშველო სამსახური.
მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა – გორი
-
როგორ გეგმავს განათლების სამინისტრო „უდიპლომო სასიძოს სინდრომთან ბრძოლას“ – ცვლილებების გეგმა პარლამენტშია
by ARIS.GE-განათლება
-
მეორადი ჩარიცხვებით ბაკალავრიატზე უფასოდ 312 პირი ისწავლის – რეგისტრაციის უფლება 4 010 აბიტურიენტს ჰქონდა და სულ 1 715 დარეგისტრირდა
by აბიტურიენტებისათვის
-
„სასკოლო წიგნების შეძენა გრძელ რიგში, ამ ქაოსში გვიწევს“ – კერძო სკოლების მოსწავლეთა მშობლები
by ARIS.GE-განათლება