გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის მორიგი ბრწყინვალე გამარჯვება საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ტურნირზე
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის მორიგი ბრწყინვალე გამარჯვება საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ტურნირზე!
საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებითა და საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით „საქართველოს უნივერსიადა 2026“-ის ფარგლებში გამართულ ძიუდოს ჩემპიონატზე, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა საუკეთესო შედეგები აჩვენეს.
ჩვენმა სპორტსმენებმა ტურნირზე 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, რის შედეგადაც გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძიუდოისტთა ნაკრებმა საპატიო გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.
ოქროს მედალოსნები:
- თენგო ხიდაშელი (73 კგ)
- ჯუმბერ მელაძე (81 კგ)
- ვლადიმერ ახალკაცი (90 კგ)
ვერცხლის მედალოსნები:
- გელა გიუნაშვილი (81 კგ)
- ვაჟა ავაზნელი (90 კგ)
ბრინჯაოს მედალოსნები:
- მურაზ ბუჟღულაშვილი (60 კგ)
- ალეკო კასრაძე (73 კგ)
- ნოდარ შერმადინი (90 კგ)
- ლადო დულარიძე (90 კგ)
- თამაზ ბიგანაშვილი (+100 კგ).
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს თითოეულ მათგანს და უსურვებს შემდგომ წარმატებებს სპორტულ ასპარეზზე.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ლოძის უნივერსიტეტში, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე მოხსენება წარადგინეს
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს აზიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი ეწვია
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე – მიმართულებები და საბუთების სია
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი