გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის“ წარმომადგენლებს შეხვდა
14 ნოემბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის“ დირექტორს, ბატონ ზურაბ კერვალიშვილსა და ფონდის წარმომადგენელს, ქალბატონ მაიკო ჩიტაშვილს შეხვდა.
უნივერსიტეტის მიერ 17 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი მიზანი ფონდსა და უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მიმდინარე დინამიკის შეფასება და მომავალი ნაბიჯების დაგეგმვა იყო.
შეხვედრას რექტორის მოადგილე, ზურაბ ზურაბაშვილი, განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოც. პროფესორი ლელა ალექსიძე და „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის“ ათი სტიპენდიატი – ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის წარჩინებული სტუდენტები ესწრებოდნენ.
პროგრამა, რომელიც 2020 წლიდან ხორციელდება, მიზნად პედაგოგის პროფესიის პოპულარიზაციას, ახალგაზრდების პროფესიული განვითარების მხარდაჭერას, ასევე რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების მოტივაციასა და საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაფართოებას ისახავს.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს ნეაპოლის ფედერიკო II-ის უნივერსიტეტის პროფესორი ეწვია
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
„ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება – ქვეყნის პოლიტიკური ვექტორი“ – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექცია გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა „სტუდფესტი 2026“-ის ფარგლებში გამართულ ქართული ჭიდაობის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი