გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მეცხრე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
12 თებერვალს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მეცხრე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „სამართლის აქტუალური საკითხები“ ჩატარდა.
უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, კონფერენცია გახსნა, მონაწილეებს მიესალმა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, რომელმაც მადლობა გადაუხადა სტუდენტებს და ორგანიზატორებს აქტიური ჩართულობისთვის და წარმატებები უსურვა.
მონაწილეებს მიესალმნენ: გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ბატონი დავით კვერნაძე, სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი, პროფესორი ციური დურული, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თეა ხორგუაშვილი და დოქტორი ივანე ბალახაშვილი.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა.
პროგრამით წარმოდგენილი იყო რვა ათეულზე მეტი სტუდენტის ნაშრომი.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაასტრიხტის უნივერსიტეტის გუნდთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ჩინეთში, აზიის მეცნიერებათა აკადემიის გენერალურ ასამბლეასა და სამეცნიერო ფორუმში მონაწილეობდნენ
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი