გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა „შიდა ქართლის მომავლის ლიდერთა ფორუმს“ უმასპინძლა
2026 წლის 24 თებერვალს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ა(ა)იპ „ზენასოფლის“ ორგანიზებითა და ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით, პროექტის – „შიდა ქართლის მომავლის ლიდერთა ფორუმი“, დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
უნივერსიტეტის მიერ 24 თებერვალს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ღონისძიება გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა გახსნა. რექტორმა ხაზი გაუსვა მსგავსი ინიციატივების მნიშვნელობას რეგიონში ახალგაზრდების გაძლიერებისა და მათი სამოქალაქო აქტივობის გაზრდის კუთხით.
ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს: საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა; საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ; საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, აკადემიკოსმა გიორგი სოსიაშვილმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ და დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიმართეს: სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს დირექტორის მ/შ ვახტანგ ბააკაშვილმა; გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ბატონმა მარლენ ნადირაძემ.
პროექტის მიზნებსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრეს ა(ა)იპ „ზენასოფლის“ დირექტორმა, დავით ახლოურმა და პროექტის კოორდინატორმა, ზურაბ ზურაბაშვილმა, რომელმაც დაწვრილებით შეაჯამა პროექტის როლი რეგიონის ახალგაზრდების ეროვნული თვითშეგნების ამაღლების საქმეში.
ღონისძიების დასკვნითი ნაწილი ფორუმის მონაწილეების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალს დაეთმო.
პროექტი – „შიდა ქართლის მომავლის ლიდერთა ფორუმი“, მიზნად ისახავს ახალგაზრდებში სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაღვივებას, სოციალური ჩართულობის გაზრდას, ეროვნული იდენტობისა და კულტურული მემკვედრიეობის საკითხებისადმი ინტერესის გაღვივებას, რეგიონის მომავალი ლიდერების გამოვლენას.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამშვიდობო სწავლების ცენტრის გახსნის ოფიციალური ღონისძიება გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
„მეცნიერება დროისა და საზღვრებს გარეშე: გამოწვევები და პერსპექტივები“ – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონფერენცია გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი