გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში მე-14 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე განაცხადების მიღება დაიწყო
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მე-14 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია 2021 წლის 9-10 დეკემბერს, ჰიბრიდულ რეჟიმში ჩატარდება.
უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოსა და საზღვარგარეთის უმაღლესი კვლევითი დაწესებულებების პროფესორ-მასწავლებლებსა და დოქტორანტებს, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების თანამშრომლებს, აგრეთვე დამოუკიდებელ მკვლევრებს, რომლებსაც დოქტორის აკადემიური ხარისხი გააჩნიათ.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებს დამატებითი ინფორმაციის მიღება რექტორ გიორგი სოსიაშვილის შესაბამისი ბრძანების საშუალებით შეუძლიათ.