გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქალთა უფლებების დაცვის თემაზე შეხვედრა გაიმართა
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელიც ქალთა უფლებების დაცვის კუთხით მსოფლიოში არსებულ პროგრესს მიეძღვნა.
უნივერსიტეტის მიერ 17 მარტს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ღონისძიება უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, ბატონმა ზურაბ ზურაბაშვილმა გახსნა. თავის გამოსვლაში რექტორის მოადგილემ უნივერსიტეტსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრა.
შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) გორის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, თორ სომერსტრანდმა.
ღონისძიება დატვირთული იყო მრავალფეროვანი და შემეცნებითი პრეზენტაციებით, რომლებიც როგორც უშუალოდ მისიის საქმიანობას საქართველოში, ისე ქალთა უფლებების დაცვის გლობალურ საკითხებს შეეხებოდა.
შეხვედრის დასასრულს, ფოტოკონკურსის გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. საპრიზო ადგილებზე გასულ მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი მედლები და სერტიფიკატები:
- I ადგილი – ნია შატაკიშვილი;
- II ადგილი – ელენე ცერვაძე;
- III ადგილი – მარიამ ცერცვაძე.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული საარქივო დოკუმენტების ტრანსკრიფციის კონკურსი გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენა გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი