GE

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულ-ებრაული ურთიერთობებისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა

13 ოქტომბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა იცხაკ დავიდსა და პაატა იოსებაშვილთან. ვიზიტის ორგანიზატორი და იდეის ავტორი გახლდათ  საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელი, გიორგი ანდრიაძე.

გორის უნივერსიტეტში გამართული შეხვედრა ქართულ-ებრაულ ურთიერთობებს და ქართველი ებრაელების შემოქმედებას ეძღვნებოდა.

შეხვედრა გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც საზოგადოებას გააცნო სტუმრების შემოქმედება და ღვაწლი, რის შემდეგაც ბატონმა იცხაკ დავიდმა და პაატა იოსებაშვილმა ისაუბრეს საკუთარი კვლევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

დაიგეგმა გორის უნივერსიტეტის დამეგობრება ისრაელის უმაღლეს სასწავლებლებთან და ერთობლივი პროექტების განხორციელება.

შეხვედრის დასასრულს პაატა დავითაშვილსა და იცხაკ დავიდს ქართულ-ებრაულ ურთიერთობებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცათ მადლობის სიგელები.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური