გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია – „ინოვაციური განათლება ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში“ გაიმართა
24 დეკემბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჰიბრიდულ რეჟიმში, მეთვრამეტე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „ინოვაციური განათლება ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში“ გაიმართა.
უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, კონფერენცია გახსნა, მონაწილეებსა და სტუმრებს მიესალმა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი, პროფესორი ლევან მიდოდაშვილი, რომელმაც მადლობა გადაუხადა კონფერენციაში ჩართულ საქართველოსა და საზღვარგარეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს და მათ ნაყოფიერი მუშაობა უსურვა.
კონფერენციის მონაწილეებს ასევე მიესალმნენ: გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ბატონი დავით კვერნაძე; რექტორის მოადგილე, ბატონი ზურაბ ზურაბაშვილი; სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი, პროფესორი ციური დურული.
კონფერენციის პროგრამით წარმოდგენილი იყო 80-მდე სამეცნიერო მოხსენება.
პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ მუშაობა გაგრძელდა შემდეგ სექციებში:
- ისტორია
- ფილოლოგია
- განათლება
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
- მათემატიკა და ინფორმატიკა
- სოციალური მეცნიერებები და სამართალი
- ბიზნესი და ეკონომიკა
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
„გორის დღეები 2026“ – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი სახალხო დღესასწაულში მონაწილეობდა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში „დედა ენის“ 150-წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი