გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
10 ნოემბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა და შიდა ქართლის სკოლების საშუალო საფეხურის მოსწავლეების ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, კონფერენცია გახსნა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა, რომელმაც თავის მისასალმებელ სიტყვაში სტუდენტებს, მოსწავლეებს, პროფესორ-მასწავლებლებს, საუნივერსიტეტო და სასკოლო საზოგადოებას ყოველწლიურ, უკვე ტრადიციად ქცეულ სამეცნიერო კონფერენციაში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა. მან აღნიშნა, რომ ყოველწლიურად იზრდება კონფერენციის მონაწილეთა რიცხვი და უფრო მრავალფეროვანი ხდება თემატიკა, ასეთი სამეცნიერო აქტივობები ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის ზრდისა და შესაბამისად, ეკონომიკის განვითარების მძლავრი ქვაკუთხედია.
კონფერენციის მონაწილეებს ასევე მიესალმა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი, პროფესორი ციური დურული, რომელმაც წარმატება უსურვა კონფერენციის მონაწილეებს და ხაზი გაუსვა სკოლისა და უნივერსიტეტის, როგორც განათლების სისტემის ორი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუციის თანამშრომლობის მნიშვნელობას.
კონფერენციაზე მოხსენება 150-მდე ახალგაზრდამ გააკეთა.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
პროფესიული განათლების ცენტრის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები და პირველკურსელთა მისაღები ღონისძიება გორის უნივერსიტეტში
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში თემაზე – „ქისტები“ საჯარო ლექცია გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი