GE

გორის სკოლებში კორონავირუსი მოსწავლეებსა და მასწავლებელს დაუდასტურდათ

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის სკოლაში კორონავირუსი დადასტურდა.

როგორც EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტმა დღეს გორში გაარკვია, არსებული ინფორმაციით, COVID-19-ით სამი მოსწავლე დაინფიცირდა.

ამასთან, კორონავირუსი გეგმიური ტესტირებისას დაუდასტურდა, გორის მე-7 საჯარო სკოლის პედაგოგს.

გორის რესურსცენტრის დირექტორის ინფორმაციით, აღნიშნული სკოლის ერთი კლასი დისტანციურ სწავლებაზე უკვე გადავიდა.

პედაგოგი, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა, ვაქცინირებული არ არის.

სასწავლო პროცესი სკოლებსა და სააღმზრდელო დაწესებულებებში 4-ოქტომბრიდან განახლდა.

ცნობისთვის, საქართველოში 12-15 წლის ასაკის ბავშვების ვაქცინაცის შესახებ გადაწყვეტილება გადაწყვეტილება იმუნიზაციის საბჭომ დღეს მიიღო და მისი თანახმად, ამ ეტაპზე 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ბავშვების აცრის რეკომენდაცია მხოლოდ ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვების შემთხვევაში გაიცემა.

ასევე იხილეთ:

ცნობილია ვისთვის განახლდება სასწავლო პროცესი 4 ოქტომბრიდან დასწრებულ რეჟიმში – საბჭოს გადაწყვეტილება

მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური