GE

გორის უნივერსიტეტსა და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა

2019 წლის 19 ივნისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს სტუმრობდა ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის დელეგაცია გიგა გაბელაიას ხელმძღვანელობით.

სტუმრებს უმასპინძლა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მ/შ-მა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა. საუბარი შეეხო ფედერაციასა და უნივერსიტეტს შორის საქმიანი ურთიერთობების დაწყების პერსპექტივასა და სამომავლო გეგმებს. მხარეებმა ერთმანეთს გააცნეს საკუთარი პოტენციალი და განსაზღვრეს ურთიერთთანამშრომლობის
პერსპექტივები თანამედროვე გამოწვევების ფონზე.

შეხვედრამ ურთიერთთანამშრომლობისა და პოზიტიურ გარემოში ჩაიარა, რაც ოფიციალურად გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური