გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა პოლონეთის Jan Dlugosz-ის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა Erasmus+ -ის პროგრამის ფარგლებში, გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმი პოლონეთის Jan Dlugosz-ის უნივერსიტეტთან.
პროგრამა ითვალისწინებს საგაზაფხულო სემესტრში ეკონომიკის, ფინანსების, მენეჯმენტისა და ადმინისტრირების მიმართულების სტუდენტების მობილობას.
სწავლის, მოგზაურობისა და ყოველდღიური ხარჯები სრულად ფინანსდება.
Erasmus+ -ის პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევათ ბიზნესის სკოლის პროფესორ – მასწავლებლებსაც. მათი მივლინება მოიცავს ერთ კვირას, საშუალება აქვთ წაიკითხონ ლექციები Jan Dlugosz-ის უნივერსიტეტში. ლექტორების მივლინებაც სრულად ფინანსდება.
სტუდენტებისა და ლექტორების ინგლისური ენის დონე განისაზღვრება BB2 დონით.
ინგლისურ ენაში გასაუბრება გაიმართება ინდივიდუალურად, ონლაინრეჟიმში.
ვისაც სურვილი აქვს მიიღოს მონაწილეობა აღნიშნულ პროგრამაში, 2 ნოემბრის ჩათვლით უნდა აცნობოს შესაბამის სამსახურს ამის შესახებ მეილზე: [email protected]
სტუდენტებმა მეილში მიუთითეთ, სახელი გვარი, ტელეფონის ნომერი, სწავლის მიმართულება.
ლექტორებმა – სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი და CV
P.S. პროგრამა არ ითვალისწინებს პირველკურსელების მობილობას.
- GRUNI-მ აშშ-ის საელჩოს გაცვლითი პროგრამების ვებინარები სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის ჩაატარა by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
- პირველი i5 PRME ვორკშოპი საქართველოში GRUNI-ში გაიმართა by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
- ნიუ-იორკში გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორის მრჩევლის თანაავტორობით წიგნი გამოიცა by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი