GE

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში შემოდგომის სემესტრის შიდა და გარე მობილობის პროცედურები

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის შიდა მობილობის მსურველმა სტუდენტებმა, სპეციალობის შეცვლის მიზნით, მ/წ 1 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, განცხადება რექტორის სახელზე, აკადემიურ ცნობასთან (ნიშნების ფურცელთან) ერთად, უნივერსიტეტის მიერ მინიჭებული ელექტრონული ფოსტიდან უნდა გაგზავნოთ ფოსტაზე: info@gruni.edu.ge

რეგისტრაციის საზღაური შეადგენს 15 (თხუთმეტი) ლარს. თანხის გადახდა შესაძლებელია:

ს.ს “თიბისი ბანკი”

ბანკის კოდი: TBCBGE22

მიმღების დასახელება: შპს “გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი“

საიდენტიფიკაციო კოდი – 200002120

ანგარიშსწორების ანგარიში – GE87TB0655236020100004

მნიშვნელოვანია!!! ის სტუდენტები, რომლებიც უნივერსიტეტში ჩაირიცხნენ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე და სურთ მობილობით სარგებლობა, უნდა აკმაყოფილებდნენ მიმღები პროგრამის დაშვების წინაპირობებს და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ შესაბამისი სავალდებული საგანი/საგნები (გადალახული უნდა ჰქონდეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი).

გაითვალისწინეთ!!!!

აკადემიურ ცნობათან დაკავშირებით, მოთხოვნით მიმართეთ თქვენი სკოლის ადმინისტრაციას შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე:

ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა – n.geguchadze@gruni.edu.ge

ბიზნესისა და მართვის სკოლა – k.maisuradze@gruni.edu.ge თბილისი; g.turmanidze@gruni.edu.ge ბათუმი.

საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლა – k.melikidze@gruni.edu.ge თბილისი; g.turmanidze@gruni.edu.ge ბათუმი.

სამართლის სკოლა – ბაკალავრებმა: k.gabrichidze@gruni.edu.ge თბილისი; g.turmanidze@gruni.edu.ge ბათუმი;

სამართლის სკოლა – მაგისტრებმა: a.mosulishvili@gruni.edu.ge

მედიცინის სკოლა: i.margvelidze@gruni.edu.ge

რაც შეეხება GRUNI-ში შემოდგომის სემესტრის გარე მობილობის პროცედურას, სტუდენტებმა, რომლებმაც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (www.students.emis.ge) ელექტრონულ პორტალზე წარმატებით განახორციელეს რეგისტრაცია და მოიპოვეს მობილობის უფლება მ/წ 6 სექტემბრიდან 9 სექტემბრის ჩათვლით, უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ (გააქტიურდება 6 სექტემბრიდან) უნდა წარმოადგინონ სტუდენტის პირადი საქმის ქსეროასლები.

უნივერსიტეტში რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტები:

  • განცხადება რექტორის სახელზე (ივსება ადგილზე);
  • აპლიკაცია (ივსება ადგილზე);
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • სამხედრო ბილეთის ან მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისთვის);
  • ატესტატის ასლი (საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთათვის);
  • დიპლომის და დანართის ასლი (სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის)
  • აკადემიური ცნობა კრედიტებისა და შეფასებების მითითებით;
  • 1 ფოტოსურათი (3X4) CD დისკთან ერთად;
  • სასწავლებელში ჩარიცხვის შესახებ სამართლებრივი აქტის ასლი;
  • სტუდენტის სტატუსთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი დოკუმენტები (არსებობის შემთხვევაში);

რეგისტრაციის საზღაური შეადგენს 15 (თხუთმეტ) ლარს. თანხის გადახდა შესაძლებელია:

ს.ს “თიბისი ბანკი”

ბანკის კოდი: TBCBGE22

მიმღების დასახელება: შპს “გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი“

საიდენტიფიკაციო კოდი – 200002120

ანგარიშსწორების ანგარიში – GE87TB0655236020100004

გაითვალისწინეთ! თქვენ რეგისტრირებულად ჩაითვლებით პორტალზე ელექტრონული რეგისტრაციის გავლის, მითითებულ საბანკო ანგარიშზე თანხის გადახდისა და დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ.

ელექტრონული რეგისტრაცია გაიარე აქ

მისამართი: თბილისი, ირინა ენუქიძის 3;

ბათუმი, მახინჯაური, თამარ მეფის ქუჩა 60.

საკონტაქტო პირი: ფიქრია ბერიძე – სტუდენტთა მხარდაჭერისა და სერვისის სამსახურის უფროსი. ელ-ფოსტა: p.beridze@gruni.edu.ge ტელ: (+995 32) 238 44 06 (107)

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური