GRUNI კლინიკური ფსიქოლოგიისა და კონსულტირების სამაგისტრო პროგრამაზე მიღებას აცხადებს
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას კლინიკური ფსიქოლოგიისა და კონსულტირების სამაგისტრო პროგრამაზე.
პროგრამაზე სწავლის გასაგრძელებლად, აუცილებელია საერთო სამაგისტრო და შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის ჩაბარება სპეციალობასა და ინგლისურ ან გერმანულ ენებში. (აპლიკანტები, რომლებსაც აქვთ მინიმუმ B2 დონის საერთაშორისო სერთიფიკატი, თავისუფლდებიან ენის ტესტისგან).
აღნიშნულ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების შემთხვევაში:
- გახდები კლინიკური ფსიქოლოგი, რომელიც სიღრმისეულად ერკვევა ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებებში, ფლობს თანამედროვე თეორიებს, კვლევით და პრაქტიკულ მეთოდოლოგიას, ინტერვენციის სტრატეგიებსა და ანალიტიკურ აზროვნებას;
- ისწავლი, როგორ გამოიყენო მიღებული ცოდნა ფსიქიკური აშლილობების მქონე ადამიანებთან მუშაობაში, მათ შორის ბავშვებთან და მოზარდებთან;
- პრაქტიკულ გამოცდილებას მიიღებ ამბულატორიულ და სტაციონარულ გარემოში, მოიპოვებ უნარებს დამოუკიდებლად მუშაობისთვის — რეალურ შემთხვევებზე მუშაობით, პრობლემების იდენტიფიცირებით და გადაწყვეტილების მიღებით.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
-
ილიაუნიში დისკუსია „უმაღლესი განათლების რეფორმა: ბუნდოვანი საკითხები და აკადემიური საზოგადოების კითხვები“ გაიმართება
by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
SANGU-ს ტრენინგი უფროსკლასელებისთვის: საჯარო მოსამსახურის საქმიანობის თავისებურებები
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
GRUNI-ში ლიდერობის პროგრამა – IYLCP საზეიმოდ დაიხურა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი