GE

გთუნი-ში სამაგისტრო პროგრამებზე მობილობით გადასვლის მსურველთათვის საბუთების მიღების ვადები ცნობილია

მაგისტრატურაში სწავლის მსურველთა საყურადღებოდ, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას 2018-2019 სასწავლო წლის მაგისტრატურის სწავლების საფეხურის შემდეგ სპეციალობებზე:

ბიზნესისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტი
საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი;
საბანკო საქმე;
მასობრივი კომუნიკაცია.

სამართლის ფაკულტეტი
სისხლის სამართალი;
კერძო სამართალი.

საბუთების მიღების ვადები:

ბიზნესისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტზე საბუთების მიღება იწარმოებს 2018 წლის 5 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით.

სამართლის ფაკულტეტზე საბუთების მიღება იწარმოებს 2018 წლის 3 სექტემბრიდან 7 სექტემბრის ჩათვლით.

ინფორმაცია მაგისტრატურის საფეხურზე საგამოცდო თარიღების, გამოცდის ფორმისა და საგამოცდო საკითხების თაობაზე შეგიძლიათ იხილოთ უნივერსიტეტის ვებ გვერდზე www.gtuni.edu.ge

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური