გზამკვლევი საგამოცდო დღისთვის – რა უნდა გაითვალისწინონ აპლიკანტებმა
2019 წლის გამოცდები 1 ივლისს იწყება და აბიტურიენტები, მასწავლებლები, მასწავლებლობის მსურველები, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეები და მაგისტრობის მსურველები ბოლო დეტალების დაზუსტებას ცდილობენ.
აპლიკანტების კითხვებს ერთიანი ეროვნული გამოცდების პროცედურულ ნაწილთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ლოჯისტიკის სამსახურის წარმომადგენელმა მაია გაბუნიამ უპასუხა. “ნაეკი” გთავაზობთ ყველაზე აქტუალურ კითხვებსა და პასუხებს:
მაინტერესებს, როგორი კალმის შემოტანაა შესაძლებელი?
სურვილის შემთხვევაში, გამოცდაში მონაწილეს შეუძლია, გამოიყენოს საკუთარი კალამი – გელიანი (ე. წ. ტუშის), შავი ფერის, 0,5 – 0,7 მმ. ბურთულიანი წვერით.
შეიძლება თუ არა გამოცდის ადგილის შეცვლა?
საგამოცდო ქალაქის შეცვლა 3 აპრილის 18:00 საათამდე იყო შესაძლებელი. ამ ეტაპზე აპლიკანტთა განაწილების პროცესი დასრულებულია და მასში ცვლილებების შეტანა შეუძლებელი.
საგამოცდო გრაფაში წერია 08:00 საათი. ამ დროს იწყება გამოცდა?
საგამოცდო ბარათზე მითითებულია რეგისტრაციის დაწყების დრო. რეგისტრაცია 1 საათის განმავლობაში გრძელდება.
დაიშვება თუ არა აბიტურიენტი ვადაგასული პირადობის მოწმობით გამოცდაზე?
თუ ახლი პირადობის აღებას ვერ მოასწრებთ, შეგიძლიათ გამოცდაზე პასპორტით ან იუსტიციის სახლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობით გამოხვიდეთ (ფორმა N1).
საგამოცდო ბარათი ამოვბეჭდე, თუმცა ფოტო მკვეთრად არ ჩანს. როგორ მოვიქცე?
მთავარია ბარათზე დატანილი მონაცემები იკითხებოდეს მკაფიოდ.
გამარჯობათ, მაქვს მხედველობის პრობლემა (სათვალე მჭირდება) , ცნობა არ ამიღია და არც პირობები მიმითიებია და გამოცდაზე სათვალით რომ მოვიდე რამე პრობლემა ხომ არ იქნება?
დიახ, მხედველობის სათვალით გამოცდაზე დაიშვებით რა საკვირველია.
მაჯის საათი შეიძლება გამოცდაზე მეკეთოს? რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს ჩემი თილისმაა… სმარტი არაა და შეგიძლიათ შეამოწმოთ
არა, გამოცდაზე მხოლოდ წყლისა და პირადი ჰიგიენის ნივთების შეტანაა შესაძლებელი.
ბილეთის ფოტოზე ძველი პირადობის ფოტოა ახალში სხვა ფოტო მაქვს და პრობლემა ხოარ იქნება რამე?
არა, ფოტოს გამო პრობლემა არ შეგექმნებათ.
ამავე თემაზე:
საგამოცდო ბარათის მიღებისა და გამოყენების წესი – რომელ საათზე მივდივართ საგამოცდო ცენტრში
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება