გზავნილები მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს პრემიერ-მინისტრისა და განათლების მინისტრისგან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით მიმართვებს ავრცელებენ.
ირაკლი კობახიძე განათლების პრიორიტეტულობაზე აკეთებს აქცენტს:
“ძვირფასო მოსწავლეებო, სტუდენტებო, პატივცემულო მასწავლებლებო და მშობლებო, გულითადად გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას. განსაკუთრებით ვულოცავ მათ, ვინც წელს პირველად შეაღო სკოლის ან უნივერსიტეტის კარი და ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო და ამავდროულად, საინტერესო ეტაპი დაიწყო.
განათლების უწყვეტი პროცესი კრიტიკული აზროვნების განვითარების, საკუთარი შესაძლებლობების შეცნობისა და, რაც მთავარია, ღირსეულ მოქალაქედ ჩამოყალიბების გზაა. ამ გზაზე მომავალი თაობის მთავარი თანამგზავრები არიან მასწავლებლები და პროფესორები. მადლობას ვუხდი მათ დაუღალავი შრომისთვის. მადლობა მშობლებსა და ოჯახებს, რომელთა მხარდაჭერა და თანადგომა უდიდესი ძალაა შვილებისთვის.
თანამედროვე სამყაროს გამოწვევების ფონზე, სწორედ ხარისხიანი განათლებაა ჩვენი ქვეყნის ერთიანობის, განვითარებისა და სიძლიერის ქვაკუთხედი. ამიტომ, განათლების მხარდაჭერა ჩვენი მთავრობის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება.
საინტერესო და წარმატებებით სავსე ახალ სასწავლო წელს გისურვებთ!”, – წერს პრემიერ მინისტრი საკუთარ მილოცვაში.
გივი მიქანაძის განცხადებით, მთავრობის მთავარი მიზანია, რომ თითოეულ მოსწავლეს ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა, მიიღოს ხარისხიანი განათლება, განვითარდეს და საკუთარი პოტენციალი სრულად გამოავლინოს და ამისთვის ხელისუფლება აგრძელებს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, რომ ყველა სკოლას ქვეყნის მასშტაბით ჰქონდეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო გარემო.
“ძვირფასო მოსწავლეებო, მშობლებო, პედაგოგებო, მთელი გულით გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! ეს დღე მართლაც განსაკუთრებულია – ჩვენი პატარები, პირველკლასელები პირველად შეაღებენ სკოლის კარს, მოსწავლეები და მასწავლებლები კი დაუბრუნდებიან სასწავლო პროცესს.
ახალ სასწავლო წელს ვხვდებით არაერთი განახლებული სკოლით, და ეს არის სწორედ იმ მნიშვნელოვანი ნაბიჯების შედეგი, რომელსაც სახელმწიფო, როგორც განათლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის, ასევე, სწავლისა და შრომის ღირსეული პირობების შესაქმნელად დგამს.
გულწრფელი მადლობა მინდა გადავუხადო სკოლის ყველა მასწავლებელს, დირექტორსა და თანამშრომელს, რადგან თქვენ უდიდესი წვლილი შეგაქვთ მომავალი თაობის აღზრდა-განათლების საქმეში და ეს შრომა მართლაც ფასდაუდებელია. მე ყოველთვის ვამბობ, რომ სწორედ განათლება არის ის ძალა, რომელიც ქმნის ჩვენი ქვეყნის ნათელ მომავალს.
კიდევ ერთხელ გილოცავთ! გისურვებთ საინტერესო, ნაყოფიერ და წარმატებებით სავსე ახალ სასწავლო წელს!“, – წერს გივი მიქანაძე.
-
რის მიხედვით მოიმატებს მომდევნო წლებში პედაგოგის ხელფასი – მინისტრი ამბობს, რომ მასწავლებლებმა იცოდნენ, 2026 წელს მათი ხელფასი არ გაიზრდებოდა
by ARIS.GE-განათლება
-
„ვინც დღეს მე-9 კლასშია, მას მოუწევს მე-11 კლასის დამთავრება სკოლაში“ – ცნობილია, როდიდან ამოქმედდება თერთმეტწლიანი სწავლება
by ARIS.GE-განათლება
-
ყველაფერი, რაც სასკოლო ცხოვრებაში შეიცვლება – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება