GE

IBSU-ის ორგანიზებით, აბრეშუმის გზის მე-16 საერთაშორისო კონფერენცია წელს ონლაინ ჩატარდა

აბრეშუმის გზის მე-16 საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით უკვე 16 წელია იმართება, წელს ონლაინ ჩატარდა.

კონფერენცია 14-15 ოქტომბერს გაიმართა და მასში 20 ქვეყნის 107-მა მეცნიერმა მიიღო მონაწილეობა. კონფერენციის ფარგლებში 11 სექცია იყო გამოყოფილი, მათ შორის, პოლიტიკის, ეკონომიკის, საჯარო ადმინისტრირების, სამართლის, ბიზნესის, ტექნოლოგიების, ისტორიისა და კულტურის სექციები, რომლებზეც 72-მა მეცნიერმა მოხსენება წარადგინა. ამის გარდა, გაიმართა დისკუსიები.

როგორც იბსუ-ის რექტორმა, პროფესორმა საფფეთ ბაირაქთუთანმა კონფერენციის გახსნისას განაცხადა, უნივერსიტეტი მოხარულია, უმასპინძლოს აბრეშუმის გზის მე-16 საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც პანდემიური ვითარების მიუხედავად, მაინც ჩატარდა ონლან რეჟიმში.

,,სასიამოვნოა, რომ კონფერენცია წელსაც ასეთი წარმომადგენლობითია, ხოლო შინაარსობრივად ამგვარი მრავალფეროვანი და საინტერესო. იმედი მაქვს, მომავალ წელს კონფერენციას თბილისში, ჩვეულ რეჟიში ვუმასპინძლებთ’’, – განაცხადა იბსუ-ის რექტორმა.

კონფერენციის მთავარმა მომხსენებელმა, Zwickau-ს (გერმანია) უნივერსიტეტის პროფესორმა ფრანკ გრიმმა პროგრამული სისტემების განვითარების შესახებ გააკეთა მოხსენება. როგორც მან აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არაპროგრამული სისტემების შემქმნელებმა, მათ შორის, მეცნიერებმა და საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლებმა, უფრო მეტი იცოდნენ პროგრამული განვითარების შესახებ, ვინაიდან თანამედროვე ტექნოლოგიები და პროგრამული განვითარება საგანმანათლებლო სექტორისთვის ძალიან ბევრ შესაძლებლობას იძლევა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური