IBSU-მ კომპიუტერული მეცნიერებების საგანმანათლებლო კვიერულში მიიღო მონაწილეობა

4-10 დეკემბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტმა ყოველწლიურ, გლობალურ პროექტში – კომპიუტერული მეცნიერებების საგანმანათლებლო კვიერულში მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიება ორგანიზებულია არაკომერციული ორგანიზაცია Code.org-ის მიერ. ფაკულტეტის მიერ ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა კომპიუტერული მეციერებიებისა და ინჟინერიის კვირეული.
ღონისძიებაში ჩართული იყო სხვადასხვა სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის დაახლოებით 80 მოსწავლე. მოსწავლეები დაესწრნენ საჯარო ლექციებს და შეასრულეს ერთსაათიანი დავალება პროგრამირების საფუძვლებში (Hour Of Code). მათ რჩევები მისცა საერთაშორისო მოხალისემ, Long Island Women in Tech-ის დამფუძვნებელმა, სტეფანა მიულერმა, რომელიც ნიუ-იორკიდან ვიდეოზარით ჩაერთო ღონისძიებაში.
პროექტში მონაწილეობა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებმაც მიიღეს. ისინი საორგანიზაციო საკითხების გარდა, მოსწავლეებს პროგრამირების საფუძვლების შესწავლაში ეხმარებოდნენ.
-
ამბის თხრობის ხელოვნება სოციალურ მედიაში – ვორქშოფი IBSU-ში by შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
„სამართალი ფილმებში“ – IBSU-ში აბიტურიენტებისთვის ზამთრის სკოლაში რეგისტრაცია დაიწყო by შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
დაპროგრამებაში უნივერსიტეტებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის (ACM ICPC) ნახევარფინალში IBSU-ს ორი გუნდი გადავიდა by შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი