იბსუ კოლუმბიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელმა, განათლების და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა აფილირებულმა პროფესორმა დოქტორმა თამარ შიოშვილმა, ნიუ-იორკში 26 აპრილს წარმოადგინა მოხსენება თემაზე “Popularization of Women’s Studies among the Georgian Students through the First Institutionalized American Studies English Program at the International Black Sea University, Tbilisi-Georgia” კონფერენციაზე 9th International ICE19 New York Conference.
პროფესორმა შიოშვილმა დაიწყო თანამშრომლობა ამერიკის შეერთებული შტატების კოლუმბიის უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის სამ პროგრამასთან (საბაკალვრო, სამაგისტრო, სადოქტორო პროგრამები). თანამშრომლობა გულისხმობს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის საბაკალვრო, სამაგისტრო და სადოქტორო სტუდენტების ვიზიტებს, ლექციებზე დასწრებას, ბიბლიოთეკაში მუშაობას.
ზემოხსენებული პროგრამების ხელმძღვანელებმა გამოთქვეს სურვილი წაიკითხონ ინტესიური მოკლე კურსები ამერიკისმცოდნეობის სტუდენტებისთვის შავი ზღვის საერთაშორისო უნვერსიტეტში დაესწრებიან რა ამერიკისმცოდნეობის მე-12 ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას 2019 წელს.
- ამბის თხრობის ხელოვნება სოციალურ მედიაში – ვორქშოფი IBSU-ში by შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- „სამართალი ფილმებში“ – IBSU-ში აბიტურიენტებისთვის ზამთრის სკოლაში რეგისტრაცია დაიწყო by შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- დაპროგრამებაში უნივერსიტეტებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის (ACM ICPC) ნახევარფინალში IBSU-ს ორი გუნდი გადავიდა by შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი