GE

ილიაუნი მოსწავლეებისთვის რობოტების სასკოლო შეჯიბრებას გამართავს

26 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი ამერიკის საელჩოსა და EPAM Georgia-სთან თანამშრომლობით საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების IX-XII კლასების მოსწავლეებისთვის რობოტების სასკოლო შეჯიბრებას გამართავს.

შეჯიბრება ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება და მასში თბილისისა და რეგიონის საჯარო და კერძო სკოლების უფროსკლასელებისგან შემდგარი გუნდები იასპარეზებენ.

რობოტების სასკოლო შეჯიბრებაში მონაწილეობის პირობები:

შეჯიბრებაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ საჯარო და კერძო სკოლას, რომელსაც სურს მონაწილეობა და აქვს შესაბამისი აღჭურვილობა.

შეჯიბრება ჩატარდება სამი მიმართულებით რობოტთა ორ განსხვავებულ კატეგორიაში – mBot და 4WD Smart Robot Car.

გასათვალისწინებელია, რომ ყველა დავალებას რობოტი უნდა ასრულებდეს დამოუკიდებლად, პროგრამული კოდის გამოყენებით. დაუშვებელია შეჯიბრების დროს მონაწილემ რობოტი დისტანციურად მართოს.

სკოლას რობოტის ორი სახეობიდან ერთ-ერთი მაინც უნდა ჰქონდეს, რათა შეძლოს შეჯიბრების შესაბამის კატეგორიაში მონაწილეობა.

ინფორმაცია რობოტის სახეობების შესახებ:

mBot რობოტი
4WD Smart Robot Car

სკოლამ უნდა წარმოადგინოს მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელშიც მოსწავლეების მინიმალური რაოდენობა იქნება 2, ხოლო მაქსიმალური – 4.

სასკოლო გუნდი დაკომპლექტებული უნდა იყოს IX-XII კლასების მოსწავლეებით.

სკოლას შეუძლია შეჯიბრებისთვის რამდენიმე გუნდის დარეგისტრირება.

მონაწილეობის პირობები

პროექტში მონაწილეობა სკოლებისთვის უფასოა, თუმცა პროექტი არ ფარავს მონაწილეთა ტრანსპორტირების ხარჯებს ღონისძიების ადგილამდე და უკან.

რობოტების სასკოლო შეჯიბრების კატეგორიები:

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ აღწერები ბმულებზე.

კატეგორია I: სწორ ხაზზე მოძრაობა
კატეგორია II: ზიგზაგზე მოძრაობა
კატეგორია III: ლაბირინთში სიარული

ერთი რობოტისთვის სავალდებულოა, რომ ყველა კატეგორიაში მიიღოს მონაწილეობა.

როგორ უნდა გახდეს სკოლა პროექტის მონაწილე?

უნდა შეავსოს ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა არა უგვიანეს 2022 წლის 23 დეკემბრისა.
სააპლიკაციო ფორმა.

აღნიშნული პროგრამა დაფინანსებულია ამერიკის საელჩოს საქართველოში 2021 წლის დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში.

პროექტის მხარდამჭერია EPAM Georgia.

ღონისძიების ჩატარების ადგილმდებარეობა: თბილისი, ახალი სპორტის სასახლე
დრო: 26 დეკემბერი, 12:00 საათი

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური