GE

ილიაუნი ტექნოლოგიურ კონფერენცია DevOps Con Tbilisi 2022-ს მასპინძლობს

1-2 ოქტომბერს DevOps Con Tbilisi 2022 ტექნოლოგიურ კონფერენციას უმასპინძლებს Amazon Web Services აკადემიური პარტნიორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. DevOps Georgia-ს გუნდი მესამედ მართავს ამ ღონისძიებას და წელს მისი გენერალური სპონსორები არიან საქართველოს ბანკი და კომპანია Data Art.

DevOps IT პროექტების მართვისა და საბოლოო პროდუქტის ავტომატიზირებულად მიწოდებაზე ორიენტირებული ტექნოლოგიებისა და მიდგომების ერთობლიობაა, რაც დეველოპერებს საშუალებას აძლევს სწრაფად შექმნან და დახვეწონ სხვადასხვა აპლიკაციები. სწორედ DevOps ტექნოლოგიები აჩქარებს ყოველდღიურად ახალი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნას, უკვე არსებული პროგრამული უზრუნველყოფების დახვეწასა და ახალი ფუნქციონალით გამდიდრებას.

კონფერენცია ერთიან პლატფორმას ქმნის, სადაც IT სფეროს სპეციალისტებს საშუალება ეძლევათ ისაუბრონ და სტუმრებს გაუზიარონ თავიანთი პრაქტიკული თუ თეორიული გამოცდილება DevOps, IaC თუ SecOps მიმართულებით.

DevOps Con Tbilisi 2022 ერთიანებს პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრებს, არქიტექტორებს, ტესტერებს, სისტემურ და ქსელის ადმინისტრატორებს, ინფრასტრუქტურის მმართველებს, სისტემურ ინტეგრატორებს, კიბერ-უსაფრთხოების ოფიცრებს და ზოგადად ტექნოლოგიური სამყაროს წარმომადგენლებს, რომლებიც პროგრამულ პროდუქტებს ქმნიან, ნერგავენ და უზრუნველყოფენ შესაბამისი ინფრასტრუქტურის მდგრადობას.

კონფერენციის ძირითადი თემებია: მიკროსერვისები, პროგრამული უზრუნველყოფის ავტომატური დანერგვის პროცესების გამართვა, მონიტორინგი და ანალიტიკა, ღრუბლოვანი და ლოკალური ინფრასტრუქტურის მართვა როგორც კოდი, DevOps დიდი მონაცემების სისტემებისთვის, QA Automation და სხვა აქტუალური ტექნოლოგიური საკითხები.

2022 წლის კონფერენციის ძირითადი მოტივაციაა უკრაინელი ხალხის და IT სფეროს პროფესიონალების მხარდაჭერაა მიმდინარე კონფლიქტში.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ:

  • უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციების სამინისტროს წარმომადგენელი, ევგენი გორბაჩოვი
  • ფონდ U24-ის კოორდინატორი იაროსლავ გრესი

DevOps Con Tbilisi 2022-ზე დასწრება თავისუფალია და მასზე მოსახვედრად მარტივი სარეგისტრაციო ფორმის შევსებაა საჭირო. სარეგისტრაციო ფორმა შეგიძლიათ იხილოთ კონფერენციის ვებ-გვერდზე.

DevOps Con Tbilisi 2022-თან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია, მათ შორის კონფერენციის პროგრამა და ინფორმაცია მომხსენებლების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm