GE

ილიაუნის რექტორმა მასწავლებლების ეროვნული ჯილდოს ნახევარფინალისტი კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრის საგზურით დააჯილდოვა

5 ოქტომბერს მთაწმინდის პარკში, კლუბ ანდერვილში, მასწავლებლების ეროვნული ჯილდოს გადაცემის ცერემონია გაიმართა. მასწავლებლების ეროვნული ჯილდოს მფლობელი მარნეულის N2 საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის, და ისტორიის მასწავლებელი გიორგი ჭაუჭიძე გახდა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრის საგზურით დააჯილდოვა პროექტის ნახევარფინალისტი ხათუნა გოგოლაძე, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ცენტრში გამართულ ახალგაზრდა კლუბების ქსელის მერვე ფორუმში. საუკეთესო ათეულს კი ილიაუნის სტეფანწმინდის კვლევითი ბაზის საგზური გადაეცა ჯილდოდ.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი განათლების კოალიციასთან დადებული მემორანდუმის საფუძველზე 2019 წლიდან მასწავლებლების ეროვნული ჯილდოს ოფიციალური მხარდამჭერი გახდა. მემორანდუმი ითვალისწინებს განათლების კოალიციის მიერ ორგანიზებული პროექტის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ მხარდაჭერასა და ორგანიზაციების თანამშრომლობას კონკურსის წარმართვასთან დაკავშირებული ღონისძიებების უზრუნველყოფის საკითხებში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური