GE

ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადაზე მოპოვებული მედლების რაოდენობით საქართველო 39-ე ადგილზეა

საქართველოს ეროვნული ნაკრები ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადიდან (IOI 2026) მედლებით დაბრუნდა.

ინფორმატიკის რიგით 38-ე პსოფლიო ოლიმპიადა, რომელშიც 90-ზე მეტი ქვეყნის 400-მდე სასკოლო ასაკის ახალგაზრდა მონაწილეობდა 9–16 აგვისტოს, უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გაიმართა.

მსოფლიო ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრების ასპარეზობის შედეგი ასეთია – 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო და 2 საპატიო დიპლომი.

EDU.ARIS.GE ოლიმპიადის მონაწილეთა შედეგებს მოპოვებული ქულებისა და ადგილების მიხედვით დღეს, 17 აგვისტოს გაეცნო.

საქართველოს ნაკრების წევრთა დეტალური შედეგები ასეთია:

– ვერცხლი – ანდრია ვასაძე (მე-80 ადგილი, 315.11 ქულა);

– ბრინჯაო – ვლადიმერ ფრანგიშვილი (99-ე ადგილი, 299.47 ქულა);

– საპატიო სიგელები – ნიკოლოზ მელიქიშვილი (207-ე ადგილი. 208.95 ქულა) და მათე რეხვიაშვილი (221-ე ადგილი, 184.58 – ქულა).

რაც შეეხება გუნდურ შედეგს, 2026 წლის ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადაზე მოპოვებული მედლების რაოდენობით საქართველო 39-ე ადგილზეა.

ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადის პირველი ადგილის მფლობელი გახდა ცივენ სუ (Qiwen Xu) ჩინეთიდან, რომელმაც 498.27 ქულა დააგროვა.

საქართველოს ნაკრების ოთხივე წევრი ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ „მზიურის“ მოსწავლეა.

აღნიშნული ოლიმპიადა საერთაშრისო დონეზე მიმდინარე ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და მასშტაბური ოლიმპიადაა. მისი ძირითადი მიზანია ინფორმატიკის პოპულარიზაცია და ამ მიმართულებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ნიჭიერი მოსწავლეებისთვის სამეცნიერო და კულტურული გამოცდილების გაზიარების ხელეწყობა.

მომდევნო მსოფლიო ოლიმპიადა ინფორმატიკაში 2027 წლის სექტემბერში, გერმანიის ქალაქ პოტსდამში გაიმართება.

EDU.ARIS.GE ულოცავს ქართველ ახალგაზრდებს მოპოვებულ წარმატებას!

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური