GE

ინგირის სკოლაში კორონავირუსით  7 მოსწავლეა ინფიცირებული – კლასები დისტანციურ სწავლას დაუბრუნდებიან

ინგირის მეორე საჯარო სკოლის მე-4 და მე-5 კლასის მოსწავლეები კორონავირუსის გამო ხვალიდან სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ.

ზუგდიდის რესურსცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, აღნიშნულ კლასებში კოვიდ-19 თითო-თითო მოსწავლეს დაუდგინდა. მამუკა ბულიას თქმით, ბავშვებს ონლაინ გაკვეთილები 16 თებერვლამდე ჩაუტარდებათ.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ სკოლაში კორონავირუსი პირველ და მე-2 კლასის მოსწავლეებს 27 იანვარს გამოუვლინდათ, შემდეგ კი მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებსაც დაუდგინდათ. ამ კლასის მოსწავლეები საკლასო ოთახებში 8-9 თებერვალს დაბრუნდებიან.

ამ დროისთვის ინგირის სკოლაში კორონავირუსით სულ 7 მოსწავლეა ინფიცირებული.

წყარო: radioatinati

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური