GE

ინჟინრები და მშენებლები ყველაზე დიდი რაოდენობით გვეყოლება, იურისტობა და ექიმობა კი ყველაზე ცოტამ აირჩია – პროფესიული განათლება ციფრებში 2021 წელს

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა პირველ მარტს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საქართველოში, 2021 წელს, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული ყველაზე მეტი სტუდენტიც და ამავე წელის ყველაზე მეტი კურსდამთავრებულიც ინჟინერია, წარმოება და მშენებლობის სფეროში ფიქსირდება. ყველაზე ცოტამ აირჩია ბიზნესის, ადმინისტრირებისა და სამართლის პროგრამა. ყველაზე ცოტა კურსდამთავრებული კი ჯანდაცვის და სოციალური კეთილდღეობის პროგრამებზე მოდის.

 

ამავე კვლევის თანახმად, 2021 წლის ბოლოსთვის, საქართველოში ფუნქციონირებდა 94 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, მათ შორის 42 საჯარო, ხოლო 52 კერძო. 2021 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში 11 204 სტუდენტი ჩაირიცხა, რომელთაგან 48.9 % ქალია, ხოლო 51.1 % – კაცი.

2020 წელთან შედარებით სტუდენტების მიღების მაჩვენებელი გაზრდილია 19.2 %-ით. ჩარიცხული სტუდენტების ყველაზე დიდი წილი პროგრამების მიხედვით 2021 წელს ინჟინერია, წარმოება, მშენებლობაზე მოდის – 23,8%, ხოლო ყველაზე ცოტა ბიზნესზე, ადმინისტრირებასა და სამართალზე – 12,5%.

რაც შეეხება რეგიონებს, რეგიონების მიხედვით, ჩარიცხული სტუდენტების რიცხოვნობით ლიდერობს ქ. თბილისი (38.3 %), რომელსაც მოსდევს აჭარა (15.2 %), სამერელო-ზემო სვანეთი (11.0 %), იმერეთი (9.9 %), კახეთი (6.3%) და შიდა ქართლი (5.9 %).

საქსტატის დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ 2021 წელს, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 200 სტუდენტი ჩაირიცხა, რომელთაგან 38.5% ქალია, ხოლო 61.5% კაცი. რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სტუდენტი ჩაირიცხა ქ. თბილისში (46.5%), კახეთში (14.0 %) და იმერეთში (9.5%).

2021 წელს, კურსდამთავრებულთა რიცხოვნობამ 6 775 სტუდენტი შეადგინა, რომელთაგან 49.8% ქალია, ხოლო 50.2% კაცი. კურსდამთავრებულთა უმეტესობა მოდის ინჟინერია, წარმოება და მშენებლობის (23.6%), ბიზნესი, ადმინისტრირება და სამართლის (17.9%), ჯანდაცვის და სოციალური კეთილდღეობის (15.2%) პროგრამებზე.

ასევე იხილეთ: 

პრემიერის დადგენილებით პროფსასწავლებლებს მიღებული შემოსავლის განკარგვის წესი და პირობები განესაზღვრათ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური