ისტორია დამატებით საგნად 12500-მდე აბიტურიენტმა აირჩია
როგორც დღეს გახდა ცნობილი, 2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან ისტორია არჩევით საგნად 12500- აბიტურიენტმა დაასახელა.
ამის შესახებ ინფორმაციას თავად შეფასებისა და გამოცდებიე ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
“2019 წლის არჩევითი საგნების სტატისტიკა მონაცემების დამუშავებისთანავე გამოქვეყნდება, თუმცა უკვე ვიცით, რომ დაახლოებით 12 500 აბიტურიენტი ისტორიას ჩააბარებს”, – აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
ასევე ცნობილია რუსულ ენაზე დარეგისტრირებულთა რაოდენობაც და მათი რიცხვი 3 500-ზე მეტს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის წელს 41 ათასი აბიტურიენტია დარეგისტრირებული. გამოცდები, როგორც ცენტრში აცხადებენ, ივლისის პირველ რიცხვებში დაიწყება.
სხვა საინტერესო საკითხები აბიტურიენტებისთვის:
„ფაკულტეტები დავამატე და მეილი არ მიმიღია“ – „ნაეკის“ განმარტება 2019 წლის აბიტურიენტებს
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ცვლილება 4 საგანის ტესტს შეეხება – დეტალები
მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება