ისტორია, მათემატიკა, გეოგრაფია, ზოგადი უნარები – აბიტურიენტების შედეგები კიდევ 4 საგანში გამოქვეყნდა – გამოცდები 2025
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისათვის ისტორიის, მათემატიკის, გეოგრაფიისა და ზოგადი უნარების გამოცდების პირველად შედეგებს აქვეყნებს.
საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი. პირად გვერდზე გამოსაცდელს აქვს საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა.
იხილეთ შედეგები
შეფასების სქემა და კრიტერიუმები
ისტორიის მაქსიმალური ქულაა 60, მინიმალური გამსვლელი ქულა – 15 ქულაზე მეტი.
მათემატიკის ტესტის მაქსიმალური ქულაა 51. მინიმალური გამსვლელი ქულა – 10.2 ქულაზე მეტი.
გეოგრაფიის ტესტის მაქსიმალური ქულაა 59. მინიმალური გამსვლელი ქულა კი 15.
ზოგადი უნარების ტესტის მაქსიმალური ქულაა 80. მინიმალური გამსვლელი ქულა კი 25.
ისტორიის გამოცდაში ზღვრის გადალახვის შესაძლებლობას ინარჩუნებს ის აბიტურიენტიც, რომლის ქულაც გათანაბრების შემდეგ გახდება 15-ზე მეტი.
რაც შეეხება მათემატიკის გამოცდას, ზღვრის გადალახვის შესაძლებლობას ინარჩუნებენ ის აბიტურიენტებიც, რომელთა ქულაც გათანაბრების შემდეგ გახდება 10.2-ზე მეტი.
დააგროვა თუ არა აბიტურიენტმა გამსვლელი ქულა, საბოლოო შედეგების გამოცხადებისას გახდება ცნობილი (იხ. ინფორმაცია გათანაბრების შესახებ).
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ეტაპობრივად, ნაშრომების გასწორების დასრულებისთანავე გამოაქვეყნებს აბიტურიენტთა პირველად შედეგებს სხვა საგამოცდო საგნებშიც.
გამოცდების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადების მიღება დაიწყება 4 აგვისტოს 10:00 საათიდან და გაგრძელდება 6 აგვისტოს 18:00 საათამდე.
ასევე იხილე:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
აბიტურიენტის ცნობარის მომზადებას კიდევ ერთი თვე დასჭირდება – რა უნდა იცოდეთ
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
რა შემთხვევაში გაგიუქმდებათ სარეგისტრაციო განაცხადი – ინფორმაცია 2026 წლის აბიტურიენტებისთვის
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
აბიტურიენტებმა ეს მნიშვნლოვანი ინფორმაცა ისევ არ იციან – „სწავლის ხარჯების გათვლაც გაუჭირდებათ“
by ARIS.GE-განათლება