ისტორიის გამოცდაზე აბიტურიენტების 7%-მდე არ გამოცხადდა, 17% კი მასწავლებლის გამოცდაზე
2026 წლის ზაფხულის გამოცდები გრძელდება. დღეს, 13 ივლისს, აბიტურიენტები ისტორიის გამოცდას ორ სესიად აბარებენ. მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისთვის კი პირველ სესიაზე ინგლისური ენისა (I- XII) და იტალიური ენის (I- XII) გამოცდა მიმდინარეობს.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემების თანახმად, პირველ სესიაზე განაწილებული აბიტურიენტებიდან ისტორიის გამოცდაზე გამოცხადდა 93%-ზე მეტი გამოსაცდელი; მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისთვის რეგისტრირებული აპლიკანტებიდან გამოცდაზე მივიდა 83%-ზე მეტი მონაწილე.
პირველი სესიის გამოცდაზე ხუთმა გამოსაცდელმა დაიგვიანა და საგამოცცდო პროცესს გამოეთიშა. დაგვიანების შემთხვევები დააფიქსირა EDU.ARIS.GE-მ თბილისში. 175-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში, სადაც ამ წუთებში ისტორიის გამოცდის პირველი სესია მიმდინარეობს, ერთ აბიტურიენტს დააგვიანდა. ამავე საგამოცდო ცენტრში კიდევ ერთი დაგვიანება მასწავლებლის საგნის გამოცდაზე – ინგლისური ენა (I-XII) (წერითი ნაწილი) დაფიქსირდა.
როგორ აბიტურიენტს, ისე მასწავლებლის გამოცდაზე გამსვლელ აპლიკანტს ტესტირებაზე, დაახლოებით, 3 წუთი დააგვიანდათ.
ადგილზე მყოფმა საგამოცდო ცენტრის წარმომადგენლებმა მათ განუმარტეს, რომ დაგვიანებულ გამოსაცდელს ტესტირებაზე ვერ დაუშვებდნენ.
შეგახსენებთ, 2026 წლის ერთიანი ეროვნულო გამოცდები 2 ივლისს დაიწყო და 22 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. რაც შეეხება მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდას, ტესტირებები 5-დან 29 ივლისის ჩათვლითაა დაგეგმილი.
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
ჟურნალისტის ვაკანსია – EDU.ARIS.GE (2026)
by ARIS.GE-განათლება
-
როგორ დაკომპლექტდება წინსვლის მსურველი მასწავლებლის შეფასების კომისია – მუშაობის წესი და eSchool-ში შექმნის ინსტრუქცია
by ARIS.GE-განათლება
-
რატომ გვაქვს ისევ მნიშვნელოვანი ჩამორჩენა, თუ საქართველოში დაბალი მიღწევის მქონე მოსწავლეთა წილი შემცირდა? – რას წერს განათლების ეროვნული კვლევების ცენტრი
by ARIS.GE-განათლება