GE

ისტორიული წყაროს ტექსტის ადაპტაცია აბიტურიენტისთვის NAEC-ის მიერ – რა შეიძლება შეიცვალოს უმაღლესი განათლების შესახებ კანონში

საქართველოს პარლამენტის ბიურომ განიხილა და განათლების კომიტეტს გადაუგზავნა საკანონმდებლო წინადადება, რომელიც “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ დამატებების შეტანას გულისხმობს.

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, შევიდეს დამატებები, რომლებითაც განისაზღვრება რთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამის შესაბამისად – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) მიერ ტესტური დავალებებისა და პასუხების ფურცლის შედგენის წესი, ვინაიდან არსებული რეგულაციებით, არ არის გათვალისწინებული, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის შემდეგი მიდგომა: “ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის დავალებების შექმნისას გარკვეულ შემთხვევებში ხდება ისტორიული წყაროს ტექსტის ადაპტაცია აბიტურიენტებისათვის წყაროს გააზრებისა და ანალიზის უნარების შემოწმების მიზნით”, – ვკითხულობთ მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ პარლამენტისთვის გაგზავნილ საკანონმდებლო წინადადებაში.

წინადადების ავტორი განმარტავს, რომ ისტორიული წყაროს ადაპტაციის უფლებამოსილების არარსებობა ხელს უშლის აბიტურიენტებისათვის წყაროს გააზრებისა და ანალიზის უნარების შემოწმების პროცესს და თვით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ წარმოებულ საქმიანობას.

ასე, მაგალითად, 1634 წელს ქ. გორში – იმდროინდელი ქართლის სამეფოს დედაქალაქში – მომხდარი ერთ-ერთი ისტორიულ ფაქტი ისტორიულ წყაროებში და 2024 წლის ისტორიის ეროვნულ საგამოცდო ტესტებში სხვადასხვანაირად არის აღწერილი:

მაგალითები

სსიპ “გამოცდების ეროვნული ცენტრი” გაწმარტავს, რომ “ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის დავალებების შექმნისას, გარკვეულ შემთხვევებში ხდება ისტორიული წყაროს ტექსტის ადაპტაცია აბიტურიენტებისათვის წყაროს გააზრებისა და ანალიზის
უნარების შემოწმების მიზნით”.

ნათელია, რომ ცენტრი უნდა აღიჭურვოს ისტორიული წყაროების “ადაპტაციის” უფლებით, რათა ისტორიული წყაროების ციტირებისას არ მოახდინოს “უხერხული“ციტატების ციტირება:

1) “მოწესრიგებული ეკლესიის უნახავი ბარბაროსები”;
2) “უმეთაურო და უმუხრუჭო ბარბაროსები”;
3) “ჩვენს მიერ მონათლულ ბავშვებს მშობლები ცოცხლად მარხავდნენ”;
4) მეფემ “თავისი ურჯულო ფეხებით გათელა პაპის გერბით მორთული სამღვდლო სამოსელი“;
5) ოდიშის მთავარმა “დას რამდენჯერმე შემოსცხო ჯოხი”;
6) “მამა ჯოზეფოს ღვისწიერებამ აღაფრთოვაწა ის ბარბაროსები”;
7) “ამაში მხეცებსაც კი აჯობეს – მხეცი ხომ საკუთარ ნაშიერს არასდროს აწამებს”; – და ასე შემდეგ.

“საკანონმდებლო წინადადების მიღება ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელების პროცესს, აბიტურიენტის მზაობას უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ასათვისებლად, და ასეთი შემთხვევები, როდესაც არკანჯელო ლამბერტის თხზულებიდან მითითებული ნაწყვეტი შეცვლილია და არ შეესაბამება ტექსტის დედანს, გახდება კანონით გათვალისწინებული, ვალიდური მაწიპულაცია, აბიტურიენტებისთვის წარდგენილი ტესტები აღარ იქნება ისტორიული წყაროების ზუსტ ტექსტებს მისადაგებული, ცენტრი მოახდენს ისტორიული და ლიტერატურული, სხვა სასწავლო დისციპლინების დედანი ტექსტების საკუთარი ნებით შეცვლას, გადაკეთებას, “ადაპტირებას”, რათა აბიტურიენტებმა იფიქრონ, რომ ისტორიული ან ლიტერატურული ან სხვა წყარო ისეთივე ტექსტს შეიცავს, როგორც ეს საგამოცდო ტესტშია მოცემული.

საკანოწმდებლო წიწადადების პირობებში, აბიტურიენტებს ეცოდინენათ, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მათ ორიგინალი ტექსტებითკი არა, არამედ – მავანთ მიერ “ადაპტირებული” ტექსტებით გამოცდიან, ანუ – აღარ იქნება საჭირო ისტორიული წყაროების ზუსტი ციტირება, რაც შეიძლება ქართული ენისა და ლიტერატურის, ფიზიკის, მათემატიკის და სხვა დისციპლინებშიც გახდეს შესაძლებელი, თუ ცენტრი ჩათვლის, რომ სატესტო დავალების ტექსტში უნდა მოხდეს “ადაპტაცია”.

საბოლოოდ, “შვლის ნუკრის ნაამბობიდან” ამოღებული იქნას “უხერხული” სცენები, მაგალითად, “შეჩვენებული მონადირის” მიერ ჩადენილი ქმედება. დამატებით, გთავაზობთ, რომ ამავე საკანონმდებლო აქტში შევიდეს ცვლილება, რომელიც ცალსახად დაადგენს, რომ შეფასების სქემა, ანუ – ცენტრის მიერ, ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამისა და შეფასების ზოგადი კრიტერიუმების შესაბამისად, გამსწორებლისთვის და საპრეტენზიო კომისიისთვის შედგენილი დოკუმენტი, არ შეიძლება შეიცავდეს კონფიდენციალურ ინფორმაციას”, – აღნიშნულია საკანონმდებლო წინადადებაში, რომლის კანონპროექტად ქცევის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტმა უნდა იმსჯელოს.

ასევე იხილეთ:

„ეს არის NAEC-ის მიერ შექმნილი ხელოვნური ბარიერი, დანაშაულებრივი “ხაფანგი”, რათა აბიტურიენტებს დაეწეროთ დაბალი ქულები“ – მოთხოვნა პარლამენტს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური